Reuters: რუსეთის დეფოლტის მოლოდინში ინვესტორები სასამართლო სარჩელებს ამზადებენ

Reuters: რუსეთის დეფოლტის მოლოდინში ინვესტორები სასამართლო სარჩელებს ამზადებენ

access_time2022-04-22 18:00:34

ვინაიდან რუსეთი ისტორიული დეფოლტის ზღვარზეა, უცხოელ ინვესტორებს საკუთარი ფულის დაბრუნების რამდენიმე მისაღები ვარიანტი აქვთ. ეს არის სასამართლო დავები, ანგარიშსწორება ორმხრივი შეთანხმებით და ვითარების განმუხტვის მოლოდინი.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.


როგორც წესი, უცხოელი კრედიტორები გაერთიანებას ცდილობენ ხოლმე, რათა შეთანხმდნენ, სასამართლოს მიმართონ, თუ დეფოლტის შემთხვევაში არბიტრაჟში შეიკრიბონ. თუმცა, უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ქვეყნის სუვერენული ობლიგაციების თავისებურებები ამ მომენტისთვის აღნიშნულ ვარიანტებს რთულად რეალიზებადს ხდის, აღნიშნავენ იურისტები.


რუსეთს არ გადაუხდია $40 მლრდ–ის სუვერენული ვალი, რომელიც დოლარსა და ევროშია განთავსებული და ამ ვალის დაახლოებით ნახევარი უცხოელებისგან მართებს. დადებული პირობის თანახმად, რუსეთმა კრედიტორებს ეს ვალი იმ ვალუტაში უნდა დაუბრუნოს, რომელიც ობლიგაციებია ნომინირებული.



დასავლურმა სანქციებმა რუსეთს დაახლოებით $300 მლრდ–ის ოქროს და სავალუტო რეზერვებზე შეუზღუდა წვდომა, რომლებიც უცხოურ ბანკებში ჰქონდა განთავსებული.


რუსეთი ამბობს, რომ მას აქვს ფული და შეუძლია ვალების გასტუმრებაც, თუმცა სანქციები ამის შესაძლებლობას არ აძლევს. კრემლმა განაცხადა, რომ ვალების დასაფარად საკუთარ ვალუტას გამოიყენებს, ვიდრე მისი რეზერვები არ გათავისუფლდება.


4 აპრილს რუსეთი $649 მილიონის ვალდებულების რუბლში გადახდას შეეცადა.


სარეიტინგო კომპანიები ამბობენ, რომ რუსეთი დეფოლტის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ვალდებულებები დოლარსა და ევროში უნდა დაფაროს, რისი სურვილიც მას არ გააჩნია.


მას შემდეგ, რაც რუსეთს ვალის დაფარვის საშეღავათო პერიოდი დაუმთავრდება მაისის დასაწყისში, ინვესტორებს სამი ვარიანტი დარჩებათ, თქვა დენის ხრანიცკიმ, იურიდიული ფირმის Quinn Emanuel სუვერენული სასამართლო განხილვების განყოფილების ხელმძღვანელმა.


მისი თქმით, მათ შეუძლიათ დაელოდონ და შეხედონ, რა მოხდება, რუსეთს სასამართლოში უჩივლონ, ან არბიტრაჟს მიმართონ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც რუსეთს ათობით ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up