Reuters-ი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა საექსპორტო ლიცენზიები, რათა პოლონეთმა შეძლოს უკრაინისთვის Krab-ის ჰაუბიცების მიწოდება.
მანამდე სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
Reuters-თან ინტერვიუში, სამხრეთ კორეის თავდაცვის შესყიდვების პროგრამის ადმინისტრაციის (DAPA) ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორმა, კიმ ჰიუნ-ჩულმა დაადასტურა ექსპორტის ლიცენზიების გაცემა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა იარაღს პირდაპირ არ გადასცემს უკრაინას.