Tesla (TSLA.O) მიზნად ისახავს დაიწყოს თავისი პიკაპის Cybertruck-ის მასობრივი წარმოება 2023 წლის ბოლოს.
Tesla-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ მუშაობდა ოსტინის, ტეხასის ქარხნის მომზადებაზე, რათა აეშენებინა ახალი მოდელი, რომლის „ადრეული წარმოება“ დაიწყება 2023 წლის შუა რიცხვებში.
„ჩვენ Cybertruck-ის ბოლო ეტაპზე ვართ“, - თქვა აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკმა კონფერენციაზე.
ეს ასევე ნიშნავს კიდევ ერთი წლის ლოდინს დაახლოებით ასიათასობით პოტენციური მყიდველისთვის, რომლებმაც გადაიხადეს $100 Cybertruck-ის დასაჯავშნად.
Reuters-ის ინფორმაციით, Tesla-მ არ უპასუხა კითხვებს Cybertruck-ის საბოლოო ფასთან დაკავშირებით, არ აჩვენა მანქანის საწარმოო ვერსია და არ დააკონკრეტა, თუ როგორ მოახერხებს იგი ახალი მოდელის ბატარეის მიწოდებას.
2019 წელს Tesla-ს თავდაპირველი ფასი 40 000 დოლარამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ ახალი მანქანების ფასების ზრდის შემდეგ, Tesla-მაც გაზარდა ფასები.
Reuters.com