რეზოლუციის მოწინააღმდეგე თითოეულ ქვეყანაში დიქტატურა და სიღატაკეა

რეზოლუციის მოწინააღმდეგე თითოეულ ქვეყანაში დიქტატურა და სიღატაკეა

access_time2022-06-09 19:00:56

გაერომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილების დაბრუნების მხარდამჭერი რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიიღო, რეზოლუციას ხმა 95-მა სახელმწიფომ მისცა რაც რეკორდული მაჩვენებელია. მომხრეთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 15 ქვეყნითაა გაზრდილი. წინააღმდეგ სულ 12 სახელმწიფო წავიდა. მოწინააღმდეგეთა ბანაკის უკლებლივ ყველა წევრ სახელმწიფოში, ან დიქტატურაა, ან სიღატაკე, ან ორივე ერთად.


ბელარუსი. ანბანის მიხედვით პირველი ქვეყანა, რომელიც ეთნიკური ნიშნით გამოდევნილთა სახლებში დაბრუნებას შეეწინააღმდეგა ბელარუსია. ქვეყანას 1994 წლიდან ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს. ბელარუსი ერთადერთი სახელმწიფოა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა დღემდე მოქმედებს. ოპონენტების და ოპოზიციის მხარდამჭერთა დევნას 2022 წელს რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის ღია მხარდაჭერაც დაემატა. ბელარუსის არმია ომში უშუალოდ არ მონაწილეობა, თუმცა რუსული ბომბდამშენები ბელარუსის აეროდრომებიდანაც ფრინდებიან, ფრთოსან რაკეტებს ბელარუსის ტერიტორიიდანაც ისვრიან და 24 თებერვალს რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსის მხრიდანაც გადაკვეთა. მინსკის წინააღმდეგ თითქმის იმავე სიმძიმის სანქციები ამოქმედდა, რაც მოსკოვის. ბელარუსული რუბლი 28%-ით გაუფასურდა, არსებული პროგნოზით წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.5%-ით შემცირდება.


ბურუნდი. ტერიტორიით საქართველოს ნახევარ ბურუნდიში 12 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანა აფრიკის სახელმწიფოთა შორისაც კი გამორჩეულად ღარიბია და 1 სულ მოსახლეზე $240-ს შეადგენს, 20-ჯერ ნაკლებს საქართველოსთან შედარებით და 2-ჯერ ნაკლებს ვიდრე სომალიში.


ჩინეთი. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ჩინეთმაც. ჩინეთი პლანეტის #2 ეკონომიკაა და მალე შეერთებულ შტატებსაც გადაასწრებს, თუმცა ავტორიტარიზმი კვლავ ნარჩუნდება. მართალია მაოსეული რეპრესიები წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მთელს ქვეყანაში ყველაფერი მაინც ისე ხდება, როგორც მას პეკინში ადამიანთა ვიწრო ჯგუფი გადაწყვეტს. პერიოდულად შექმნილი მსგავსი უხერხულობის მიუხედავად საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია. 2018 წლიდან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შევიდა ძალაში, 2020 წლიდან კი ჩინეთი საქართველოს #1 საექსპორტო პარტნიორია.


კუბა. 1959 წელს კუბაზე ბატისტას რეჟიმი კასტროს უფრო მეტად ავტორიტარულმა რეჟიმმა შეცვალა. 2006 წელს ფიდელ კასტრომ ძალაუფლების ძმისთვის რაულ კასტროსთვის გადაცემა დაიწყო, რომელიც 2011 წელს დასრულდა. მისმა მმართველობამ 2018 წლამდე გასტანა. ობამას დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ 1959 წლამდე არსებულ მდგომარეობას აღარ დაბრუნებია.


ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეა დღემდე ყველაზე ჩაკეტილ სახელმწიფოდ რჩება, სადაც შეიძლება ბელადის უგულისყუროდ დატირებისთვის „დამნაშავე“ დახვრიტონ, ქვეყნიდან გაქცეულის ოჯახის 3 თაობა სიცოცხლის ბოლომდე საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიონ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების გარეშე „გაიმარჯვონ“ და ასტრონავტები „ღამით მზეზე გადასხან.“ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, მაგრამ CIA-ს შეფასებით შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე სამხრეთ კორეასთან შედარებით 25-ჯერ უფრო ნაკლებია. 2022 წლის 11 მაისამდე ფხენიანი ამტკიცებდა რომ ქვეყანაში კოვიდის შემთხვევათა რაოდენობა 0-ს უდრიდა. 9 ივნისის ოფიციალური სტატისტიკით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.3 მლნ-ს აჭარბებს.



ნიკარაგუა. ლათინურ ამერიკაში კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ მისცა ხმა ნიკარაგუაა, რომელსაც დიქტატორი დანიელ ორტეგა 2007 წლიდან დღემდე მართავს, ის ქვეყნის პრეზიდენტი 1985-1990 წლებშიც იყო. ნიკარაგუაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $1900-ს შეადგენს, ეს კი მას ლათინურ ამერიკაშიც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ აქცევს.


ვენესუელას ნიკარაგუის მსგავსად რუსეთის ზეწოლით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული და ხმას წინა წლებში როგორც წესი საქართველოს საწინააღმდეგოდ აძლევდა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა. ნავთობზე სანქციების მოხსნის მოლოდინში კარაკასმა ხისტი პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო.


სირია. დევნილების დაბრუნებას სირიაც შეეწინააღმდეგა, ქვეყანა რომელშიც ბოლო 11 წელიწადში სარაკეტო და საავიაციო იერიშები რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ირანმა, ისრაელმა, თურქეთმა და საუდის არაბეთმა მიიტანა. მათგან რუსეთმა და თურქეთმა სახმელეთო ოპერაციებიც აწარმოეს. საგარეო ინტერვენციებს, „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმებსა და სამოქალაქო ომს 2011 წლიდან დღემდე 600 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. სამოქალაქო ომის პერიოდში დიქტატორმა ბაშარ ასადმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ რამდენჯერმე ქიმიური იარაღიც გამოიყენა.


ვიეტნამი და ლაოსი. აზიიდან რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ვიეტნამმა და ლაოსმაც მისცეს. ვიეტნამში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $3500-ს შეადგენს, ლაოსში $2700-ს.


სუდანი და ზიმბამბვე. უშუალოდ რუსეთის გარდა დევნილების დაბრუნებას კიდევ 2 აფრიკული სახელმწიფო შეეწინააღმდეგა სუდანი და ზიმბაბვე. სამოქალაქო ომით გადაღლილს სუდანში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $700-ა, ზიმბაბვეში 3-ჯერ მეტი, მაგრამ დიდი ხანია არ გასულა იმ დღიდან, როდესაც ჰიპერინფლაციის გამოც ზიმბაბვეს ცენტრალურმა ბანკმა 100 ტრლნ ზიმბამბვურ დოლარიანი კუპიურა დაბეჭდა.


ვენესუელის მსგავსად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის ამღიარებელმა კიდევ ერთმა სახელმწიფომ ნაურუმაც თავშეკავება ამჯობინა.


მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთმა ცხადია ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, სომხეთმა თავი შეიკავა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა საქართველოს დაუჭირეს მხარი.


ზესახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის მქონე ჩინეთი შეიძლება ერთგვარ გამონაკლისად ჩაითვალოს, რეზოლუციის მოწინააღმდეგე სახელმწიფოთაგან გარდა იმისა, რომ თითოეულში სიღარიბე და დიქტატურაა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა არც ერთს არ გააჩნია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up