რიჩარდ ბრენსონი მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

რიჩარდ ბრენსონი მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

access_time2022-01-30 16:00:49

კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა, რიჩარდ ბრენსონმა მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს მოუწოდა, გაერთიანდნენ და უკრაინის სუვერენიტეტი რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან დაიცვან. ამის შესახებ ბრენსონი კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომლის სათაურიც არის „ჩემი აზრები უკრაინასა და რუსეთზე“ (My thoughts on Ukraine and Russia).

„დადგა მომენტი, რომ ბიზნეს-ლიდერები შეიკრიბონ და უკრაინის სუვერენიტეტი დაიცვან. იმ შემთხვევაშიც, თუკი ამის ფასს გადავიხდით, ჩვენ ყველამ უნდა განვაცხადოთ, რომ ცალმხრივი აგრესია ყოველთვის მიუღებელია და გლობალური ბიზნეს-საზოგადოება მხარს დაუჭერს სანქციების სრულ სპექტრს ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, შელახოს სხვისი სუვერენიტეტი,“ - წერს რიჩარდ ბრენსონი.

მისი შეფასებით, ბიზნესის ლიდერები მთელ მსოფლიოში დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრას. ბრენსონის აზრით, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა არის „კონფლიქტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დნებოდა პერიოდული აფეთქებებით, როგორიც იყო 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია."

„თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ევროპის მიწაზე ფართომასშტაბიანი ომის დიდი რისკი არასდროს ყოფილა, ომისა, რომელიც სამართლიან ან ლეგიტიმურ მიზანს, მანამდე მომხდარი სხვა ომების მსგავსად, არ ემსახურება. დღეს ყველას გვიძნელდება ბრაზის დამალვა: მართლაცდა, რა ჯანდაბას აკეთბს ერთი ქვეყანა მეორეს საზღვრებთან ამდენი ტანკით?!“ - წერს ბრენსონი.

მილიარდერი იხსენებს, რომ რვა წლის წინ, როცა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განზრახვები დანარჩენი მსოფლიოსთვის აშკარა გახდა, ის პარტნიორებთან ერთად რუსი და უკრაინელი ბიზნეს-ლიდერების მობილიზებას, ურთიერთობების მშვიდობიანი მოგვარებისთვის ცდილობდა.


„ჩვენი რუსი კონტაქტები პირად საუბრებში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა საჯაროდ არც ერთი არ იღებდა ხმას. მაშინ ჩვენ საქმიანი განცხადება გავავრცელეთ, რასაც დასავლელმა და უკრაინელმა ბიზნეს-ლიდერებმა მონდომებით მოაწერეს ხელი, მაგრამ არც ერთი რუსული ხელმოწერა არ მიგვიღია. მათ მოსკოვის რეჟიმის რეპრესიების ძალიან ეშინოდათ,“ - წერს ბრენსონი.

მისი შეფასებით, ვისთანაც ურთიერთობს, ყველა ერთსულოვანია იმაში, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომს დამანგრეველი და შემზარავი შედეგები მოჰყვება: ის კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს რუსეთის ფედერაციას დანარჩენი მსოფლიოსგან, გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას, დიდ ზიანსა და ტანჯვას მიაყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, ხალხი საზღვრის ორივე მხარეს დაზარალდება.

„ეს არ არის კონფლიქტი, რომლის მოგებაც პრეზიდენტ პუტინს გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია. მართალია, მას ნაკლებად აინტერესებს, რას ფიქრობს მსოფლიო მის გეოპოლიტიკურ ამბიციებზე, მაგრამ ის საკუთარი ქვეყნის მომავალზე უნდა დაფიქრდეს: რაღაც მომენტში ჩვეულებრივი რუსები მიხვდებიან, რომ ისინი უკეთესს იმსახურებენ. განსაკუთრებით, თუ სიტუაცია მივა იქამდე, რომ თავიანთი სახლების, სოფლებისა და ქალაქების დამცველი უკრაინელების გარდაუვალი წინააღმდეგობა ავღანეთში საბჭოთა კავშირის მარცხის მოჩვენებებს, დაღუპული რუსი შვილების, ძმებისა და მამების სახით გააცოცხლებს,“ - წერს ბიზნესმენი.

წყარო:  "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up