რიგა–ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ინიშნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უთხრეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ბალტიის ქვეყნებში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, სადაც მოლაპარაკებები ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთანაც იმართება.
ავიარეისების პერიოდულობისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.