მიკროსაფინანსო ბაზარზე 3 მსხვილი მოთამაშის სალომბარდე სესხებზე საპროცენტო შემოსავლები 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით გაზრდილია.
„რიკო ექსპრესის“ მთლიანი საპროცენტო შემოსავლები 63.7 მლნ ლარია, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა სალომბარდო სესხზე მოდის და ის 63.4 მლნ ლარს აჭარბებს. მთლიანი საპროცენტო შემოსავლებით მეორე ადგილზე „კრისტალია“, მას 61.2 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლებიდან ლობარდზე მხოლოდ 5.5 მლნ ლარამდე მოდის. „სვის კაპიტალის“ 35.4 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლებში კი სალომბარდე სესხების წილი 5 მლნ ლარია.
ყველაზე მეტი სესხი 420.5 მლნ ლარი, წელს „რიკო ექსპრესმა“ გასცა, მეორე ადგილზე 380 მლნ ლარამდე სესხით „კრისტალია“, ხოლო სამეულს „სვის კაპიტალი“ ასრულებს 159 მლნ ლარის სესხით.
რაც შეეხება მიკროსაფინანსოების აქტივებს და კაპიტალს, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით შემდეგნაირად გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ — აქტივები 522.3 მლნ. ლარი, კაპიტალი 281.9 მლნ. ლარი;
„კრისტალი“ — აქტივები 433 მლნ. ლარი, კაპიტალი 73.3 მლნ. ლარი;
„სვის კაპიტალი“ —.აქტივები 171,9 მლნ ლარი, კაპიტალი 64.5 მლნ ლარი.