რიკოთი ჩაკეტილია, ალტერნატიულ გზაზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოებია - დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთი ჩაკეტილია, ალტერნატიულ გზაზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოებია - დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

access_time2023-03-31 15:00:34

რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვის გამო, დასავლეთ აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა გართულებულია სხვა გზებზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს ალტერნატიულ გზაზეც, რაც  აფერხებს ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გადაადგილებას:

„დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დროებით გადართვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით. კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის 80 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვის გამო

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის  გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც  აფერხებს ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გადაადგილებას.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მარშრუტის ორ მონაკვეთზე, გზის ცალ მხარეს მიმდინარე სამუშაოების გამო, შევიწროებულია გზის სავალი ნაწილი. კერძოდ: სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, 69-ე კმ-ზე; სოფელ კაცხთან, 78-ე კმ-ზე,   სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენდება საყრდენი კედელი; კმ70 - კმ 82-ზე (ჭიათურა-სოფელი ჯოყოეთი) და კმ84 - კმ106  (სოფელი რკვია - ზესტაფონი) მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ხოლო კმ84-კმ107 მონაკვეთზე წარმოებს 16 დამეწყრილი უბნის (სოფელი დილიკაურის ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოები


საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, ამ დრომდე გრძელდება სპეციალისტების მუშაობა მეწყრული უბნის შესასწავლად. პროცესში ჩართული მხარეები ყველაფერს აკეთებენ კვლევების საბოლოო შედეგების დროულად მისაღებად და ძირითად მაგისტრალურ საავტომობილო გზაზე (რიკოთის მონაკვეთზე) მოძრაობის აღსადგენად,“-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.


თეგები:
რიკოთი გზა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up