რიკოთის 149-ზე კმ-ზე დაწყებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან - ირაკლი ქარსელაძე

რიკოთის 149-ზე კმ-ზე დაწყებულ მეწყრულ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან - ირაკლი ქარსელაძე

access_time2023-04-18 19:30:30

„რიკოთის უღელტეხილზე, 149-ე კილომეტრზე, თოვლის დნობის შემდეგ, მონიტორინგის შედეგად,  არსებული გზიდან 200 მეტრში დაფიქსირდა ნაპრალები. იმისათვის რომ გაგვეგო რასთან გვქონდა საქმე, გაგრძელდა მონიტორინგი და დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, კვლევების ჩათვლით. თუმცა, 29 მარტს ნაპრალების ზრდის გამო ვითარება სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ შეფასდა მომეტებულ საფრთხედ. ამ პირველად მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის და მოძრაობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებაზე გადართვის გადაწყვეტილება. ეს იყო რიკოთის დაკეტვის პირველი შემთხვევა, რომელიც 29 მარტს 23:45 საათზე იქნა მიღებული“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, გზის დაკეტვის გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პოტენციური საფრთხის შეფასების და ამ საფრთხის თავიდან არიდების გამო იქნა მიღებული და ცხადყოფდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიის და საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ ვითარების პროფესიულად მართვას.



ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გზის დაკეტვიდან მეორე დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა საზოგადოებას სრული ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.


„მეწყრულ უბანს არანაირი კავშირი არ აქვს ახალ მშენებლობასთან, ნაპრალები გაჩნდა არსებული გზიდან 200 მეტრში, რაც შეიძლება მეწყრულ პროცესებში გადაზრდილიყო. დაიწყო შესაბამისი კვლევები იმისათვის, რომ გვქონოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა გეოლოგიასთან გვქონდა საქმე. პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გზა იმდაგვარად გაფართოვდა, რომ რეალურად გაორმაგდა ე.წ. დამგროვებლის შესაძლებლობა. ყველას გვესმოდა, რომ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯს ვდგამდით გზის დაკეტვით, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. 7 აპრილს მიღებული პირველადი კვლევების მონაცემების შესაბამის სისტემაში შეყვანით, მეწყერის გააქტიურებასთან დაკავშირებული რისკების ფონზე,  გზის სპეციალური რეჟიმით გახსნა დასაშვებად იქნა მიჩნეული,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up