რინატ ახმეტოვი ახალი ფოლადის ქარხნის აშენებას ბულგარეთში ან იტალიაში გეგმავს

რინატ ახმეტოვი ახალი ფოლადის ქარხნის აშენებას ბულგარეთში ან იტალიაში გეგმავს

access_time2022-06-27 10:30:00

ბიზნესმენების, რინატ ახმეტოვისა და ვადიმ ნოვინსკის „მეტინვესტ ჯგუფი“ ევროპაში ახალი მეტალურგიული ქარხნის აშენებას განიხილავს. ამის შესახებ ჯგუფ „მეტინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, იური რიჟენკოვმა ევროპის ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ ივენთ Let’s Talk-ზე განაცხადა.


„მეტინვესტის“ საგარეო საინვესტიციო გეგმების შესახებ შეკითხვაზე რიჟენკოვმა უპასუხა, რომ ჯგუფი უკრაინის ფარგლებს გარეთ ფოლადის ორ ქარხანას იტალიაში, თითო-თითოს ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში, ასევე, მაღაროებს შეერთებულ შტატებში ისედაც ფლობს.


„ჩვენ დიდი სავაჭრო კომპანია გვაქვს, რომელიც პროდუქციას მთელ მსოფლიოში ყიდის. ჩვენ ინვესტიციები მთელ მსოფლიოში ჩავდეთ,“ - აცხადებს იური რიჟენკოვი.


მისი თქმით, ჯგუფს დღის წესრიგში ჰქონდა ინვესტიციების ჩადება იტალიის ახალ დიდ ქარხანაში, რომლის აშენებასაც მომდევნო 3-4 წელიწადში გეგმავდა. თუმცა პრობელმა ის არის, რომ ახალი ქარხნისთვის მასალა მარიუპოლის „აზოვსტალს“ უნდა მიეწოდებინა, ხოლო საბოლოო პროდუქტად იტალიაში გადამუშავებულიყო.


რიჟენკოვის შეფასებით, მეტალურგიული ბიზნესის განვითარებისთვის უკრაინის ერთ-ერთ წინაპირობად კრივოი როგის მადანი წარმოადგენს, რომლის გამოყენებაც სხვა ქვეყნებში წარმოების ასაშენებლად შესაძლებელია.



„ამჟამად, მაგალითად, ახალი ქარხნის აშენებას იმავე ბულგარეთში ან იტალიაში განვიხილავთ,“ - აცხადებს „მეტინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.


ამისთვის, მისი თქმით, უნდა შეიქმნას გარანტია, რომ კომპანია კრივოი როგიდან ევროპის ამ ქვეყნებში მადნის მიწოდებას შეძლებს.


„ამჟამად ეს შესაძლებელია, მაგრამ გარანტირებული არ არის,“ - ამბობს რიჟენკოვი.


მისი თქმით, კომპანია სხვადასხვა სცენარს განიხილავს, ასევე, აახლებს ტექნოლოგიურ სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციებს როგორც უკრაინაში, ისე სხვა ქვეყნებში.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up