რინატ ახმეტოვის ქონება 13,7 მილიარდიდან 4,9 მლრდ დოლარამდე შემცირდა

რინატ ახმეტოვის ქონება 13,7 მილიარდიდან 4,9 მლრდ დოლარამდე შემცირდა

access_time2022-07-28 16:20:00

უმდიდრესი უკრაინელის, რინატ ახმეტოვის ქონება 64%-ით შემცირდა, თუმცა ის კვლავ რჩება ქვეყნის უმდიდრეს მილიარდერად. უკრაინული Forbes-ის მონაცემებით, ახმეტოვმა წლის დასაწყისიდან ივლისამდე მეტალურგიული, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და მედია აქტივების ნაწილი დაკარგა, ხოლო მისი ქონება 13,7 მილიარდიდან 4,9 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

ბიზნესმენის მთავარი აქტივის, კომპანია „მეტინვესტის“ ღირებულება, რომელიც 3 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, ორი-მესამედით შემცირდა. კომპანიამ ორი ძირითადი საწარმო, „აზოვსტალი“ და „ილიჩის“ სახელობის მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი დაკარგა. გასულ წელს ორივე ამ საწარმომ 8,6 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოა, რაც „მეტინვესტის“ პროდუქციის 90%-სა და მთელი უკრაინული მეტალურგიული წარმოების 40%-ს შეადგენს.

რინატ ახმეტოვმა, ასევე, ანტიოლიგარქიული კანონის გამო მედიაბიზნესი მიატოვა. კანონის თანახმად, პირი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს უკრაინის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე და ამასთან, მედიას აკონტროლებს, შესაძლოა, „ოლიგარქად“ ჩაითვალოს. ახმეტოვის მედია აქტივებს წარმოადგენდა Media Group Ukraine-ის ნაწილი, რომელიც 200 მლნ დოლარად იყო შეფასებული. მასში შედიოდა 10 სატელიტური და საეთერო არხი, ასევე, ინტერნეტრესურსი „სეგოდნია,“ ვებგვერდი და ჟურნალი Vogue, ონლაინ კინოთეატრი Oll.tv და სატელიტური პლატფორმა Xtra TV.

Forbes-ის მიხედვით, უკრაინის ენერგიის უმსხვილესი მწარმოებლის, DTEK-ის ამჟამინდელი ღირებულება 580 მლნ დოლარია. ამასთან, უმდიდრესი უკრაინელის სხვა მნიშვნელოვანი აქტივები კერძო და კომერციულ უძრავ ქონებას შეადგენს, რომლის საერთო ღირებულებაც 650 მლნ დოლარია. მის ამჟამინდელ აქტივებში, ასევე, შედის პირველი უკრაინული საერთაშორისო ბანკი, 250 მლნ დოლარითა და სატრანსპორტო კომპანია Lemtrans, 225 მლნ დოლარის ღირებულებით.


ახმეტოვის ელიტარული ტრანსპორტის ღირებულება 160 მლნ დოლარად არის შეფასებული, თუმცა იახტა Valerie გასაყიდად 89 მლნ ევროდ არის გამოტანილი. საფეხბურთო კლუბ „შახტიორის“ ღირებულება 150 მლნ დოლარამდე შემცირდა. Forbes-ის მონაცემებით, რაც დივიდენდების წინა გადახდებს ეფუძნება, ბიზნესმენის ნაღდი ფული და სხვა ლიკვიდური აქტივები, შესაძლოა, 300 მლნ დოლარს შეადგენდეს.

რინატ ახმეტოვის საინვესტიციო კომპანია „System Capital Management“-ის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დროს აქტივების ნებისმიერი შეფასება მცდარად ითვლება და ზარალის შეფასება მოგვიანებით მოხდება. მთლიანმა ზარალმა, შესაძლოა, ათობით მილიარდი დოლარი შეადგინოს. ივნისის ბოლოს ბიზნესმენმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა. მან 17-20 მლრდ დოლარად შეფასებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. კრემლის საპასუხო პოზიციის მიხედვით, რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა და ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება.

bpn.ge 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up