თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რიონის ხეობის მცველები, საპატრიარქოს განცხადების გამო გამოდიან. მათი თქმით, ისინი აპირებენ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს.
პრაიდის კონტრაქციას მოძრაობის ლიდერები - ვარლამ გოლეთიანი და მაკა სულაძეც შეუერთდებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მარიტა მუსელიანმა publika.ge-ს მიაწოდა.
„ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად“ - აცხადებს მუსელიანი.
(R)