Twitter-ი ოფისებს ხურავს და თანამშრომლების სამკერდე ნიშნებზე წვდომას აჩერებს. წინასწარი ინფორმაციით, ელონ მასკი შეშფოთებულია, რომ თანამშრომლებმა შესაძლოა კომპანიის საბოტაჟი სცადონ. ინფორმაციას Entrepreneur-ი ავრცელებს.
მასკის ულტიმატუმს - ემუშავათ მძიმე სამუშაო პირობებში, ან დაეტოვებინათ პლატფორმა, თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლით უპასუხეს. ამის გამო, სოციალური მედიის გიგანტის ოფისის შენობები დროებით დაკეტილია და სამკერდე ნიშნებზე წვდომა შეჩერებულია.
პლატფორმის მმართველმა რედაქტორმა ზოი შიფერმა აღნიშნული ინფორმაცია ხუთშაბათს ღამით გაავრცელა. შიფერმა თქვა, რომ „ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ელონ მასკი და მისი გუნდი შეშინებულია, თანამშრომლებმა კომპანიის საბოტაჟი არ სცადონ. შიფერმა განაცხადა, რომ კომპანია ოფისებს 21 ნოემბერს გახსნის.
ოფისის ჩაკეტვა და სამკერდე ნიშნების დეაქტივაცია Twitter-ის 3000-მდე თანამშრომლის გადაწყვეტილებას მოყვა, რომლებსაც სამსახურში დარჩენა აღარ სურდათ.
Twitter-ის დარჩენილმა და წასულმა თანამშრომლებმა The Verge-ს განუცხადეს რომ, ამ კვირაში სამსახურიდან წასული თანამშრომლების მასშტაბების გათვალისწინებით, მოელიან, რომ პლატფორმა მალე დაშლას დაიწყება.
ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ტვიტერზე ჰეშტეგი #RIPTwitter გაჩნდა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა