კომპანია Citroen-ი გინესის რეკორდსმენია. თუმცა უცნაური ის არის, რომ ეს მოვლენა ავტოწარმოებას სულარ არ უკავშირდება.
ბრენდის დამფუძნებელი ანდრე გუსტავ სიტროენი, ინოვაციური ხედვით გამოირჩეოდა. Citroen-ი ერთ-ერთი პირველი საავტომობილო კომპანია იყო, რომელიც ავტორბოლებსა და ავტორალებს აფინანსებდა და საავტომობილო შოუებში მონაწილეობდა.
1925 წელს ანდრე სიტროენმა ეიფელის კოშკი იქირავა და მასზე ელექტრონათურების გამოყენებით ბრენდის სახელი - Citroën გამოსახა. 30-მეტრიანი წარწერის გასანათებლად 250 000 ნათურა და 600 კილომეტრი ელექტროკაბელი გამოიყენეს. რეკლამა ეიფელის კოშკს 10 წელი ამშვენებდა და როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი რეკლამის ავტორი — ამ სტატუსით შევიდა Citroen-ი გინესის რეკორდების წიგნში.