გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი პრემიერ მინისტრის პოსტს დაიკავებს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, მათივე ინფორმაციით სუნაკი პრემიერ-მინისტრის პოსტს ეკონომიკისთვის უკიდურესად რთულ მომენტში დაიკავებს.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეთიშა პრაიმერს, 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა დარჩენილი ორი კანდიდატიდან მხოლოდ რიში სუნაკმა შეძლო.
ქვეყანაში ახალი პრემიერის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ძველი პრემიერი, ლიზ ტრასი დაკავებული თანამდებობიდან დაპირებული რეფორმების შეუსრულებლობის გამო გადადგა.