გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში რიში სუნაკი მანქანაში ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან Instagram-ის live-ში უსაფრთხოების ღვედის გარეშე ჩაერთო. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა.
ვიდეო გავრცელების შემდეგ ოპონენტები აცხადებენ, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი, სადებეტო ბარათი და როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი.
დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.