იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთიდან 1,068,510.57 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რომლის თითქმის ნახევარი ქვეყანაში საავტომობილო ტრანსპორტით შემოვიდა. მეორე ადგილზეა სარკინიგზო,ხოლო მესამეზე საზღვაო გადმოზიდვები.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ფქვილი შემოვიდა.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან TOP-10 საიმპორტო პროდუქციის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 340,283.89 ტონა
2. ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავისა - 118,110.78 ტონა
3. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - 90,165.16 ტონა
4. დამუშავებული მარცვლოვანების მარცვალი - 81,222.52 ტონა
5. კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - 80,550.52 ტონა
6. ხორბალი და მესლინი - 78,076.55 ტონა
7. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 43,181.62 ტონა
8. ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები - 26,625.88 ტონა
9. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 25,951.45 ტონა
10. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 25,002.52 ტონა