რისკები, რომლებსაც ბიზნესი უნდა უფრთხილდეს

რისკები, რომლებსაც ბიზნესი უნდა უფრთხილდეს

access_time2021-11-13 11:00:35

მიწოდების ჯაჭვის პრობლემებით დაწყებული, ბუნებრივი კატასტროფებისგან გამოწვეული შეფერხებებით დამთავრებული, რისკები, რომელთაც ბიზნესი უპირისპირდება, ცვალებადი და ერთმანეთისგან განსხვავებულია. პანდემიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, Allianz Risk Barometer-მა რისკების მართვის 3,0000-მდე ექსპერტი გამოჰკითხა და იმ საშიშროებების ტოპ-ათეული გამოავლინა, რომელთაც ლიდერები უნდა უფრთხილდნენ.

პანდემიის შედეგების გავლენის მიუხედავად, ბიზნესისთვის რისკების ტოპ-ათეულს კვლავ ბოლო შვიდი წლის პირველი ადგილის მფლობელი „ბიზნესის შეწყვეტის რისკი“ ლიდერობს. „ბიზნესის შეწყვეტის რისკი“, რომლის მაგალითიც ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების პრობლემაა, 41%-ით Allianz Risk Barometer-ის რეიტინგის სათავეშია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების 94% 2020 წელს მიწოდების ჯაჭვის პრობლემის გამწვავების ერთ-ერთ მიზეზად პანდემიას ასახელებს.

თავად პანდემია, კვლევის შედეგების 40%-ით, 15 პუნქტით დაწინაურების შემდგომ ბიზნესის რისკების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ვაქცინაციის მიუხედავადაც, ვირუსის უკონტროლო გავრცელება და მუტაცია ბიზნესის მფლობელებში შეშფოთებას იწვევს. პასუხების 40%-იანი შედეგით რეიტინგის სამეულს კი ყველაზე ცნობილი და ამასთან ერთად მზარდი რისკი, კიბერთავდასხმები იკავებს. ორი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებლით, კიბერთავდასხმების ზარალმა ეკონომიკისთვის $1 ტრილიონს მიაღწია. პანდემიით გამოწვეული დიგიტალიზაციისკენ სწრაფვაც სულ უფრო მოწყვლადს ხდის ბიზნესებს კიბერშეტევების მიმართ.

გლობალურად, 2020 წელს დაფიქსირებული -4,5%-იანი კლების შემდგომ, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის +4,4%-ით აღდგენაა ნავარაუდები. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მსოფლიოს რეკორდული მოცულობის, $277-ტრილიონიანი ვალი დასჭირდება, რამაც პოტენციურად შესაძლოა გავლენა იქონიოს ეკონომიკური ზრდის პროექტებზე. გადახდისუუნარობის  მაჩვენებლის ზრდა ასევე რჩება პოსტპანდემიური მსოფლიოს მთავარ პრობლემად. რაც შეეხება ტრადიციულ რისკებს, როგორიცაა ხანძარი და აფეთქება, მხოლოდ ბეირუთის აფეთქებამ 2020 წელს $15 მილიარდის ზარალი გამოიწვია. ამას ემატება პოლიტიკური ხასიათის რისკები – სამოქალაქო არეულობა და პროტესტები, რამაც შესაძლოა,  საბოლოოდ მილიარდობით დანაკარგები გამოიწვიოს წარმოებასა და მრეწველობისთვის.



ურთიერთდამოკიდებული „პანდემიური ტრიოს“ შემდგომ, ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბიზნესის შეწყვეტა
  2. პანდემიის შედეგები
  3. კიბერთავდასხმები
  4. ბაზრის განვითარება
  5. კანონმდებლობა, მარეგულირებელი ცვლილებები
  6. ბუნებრივი კატასტროფები
  7. ხანძარი, აფეთქება
  8. მაკროეკონომიკური განვითარება
  9. კლიმატური ცვლილებები
  10. პოლიტიკური რისკები, ძალადობა.

წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up