რისთვის მიიღეს 2021 წლის ნობელი ეკონომისტებმა?

რისთვის მიიღეს 2021 წლის ნობელი ეკონომისტებმა?

access_time2021-10-19 17:00:41

2021 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია 3-მა მეცნიერმა - დევიდ კარდმა, ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა „მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევის მეთოდოლოგიური ანალიზისთვის“ მიიღეს.



რით არის მათი კვლევები უნიკალური და სოციალური მნიშვნელობის მატარებელი?



მეცნიერების ნაშრომებს აერთიანებს შრომის ეკონომიკის კვლევაში ბუნებრივი ექსპერიმენტების მეთოდების გამოყენება. ეს მარტივი საქმე არაა - ფიზიკოსების ან ქიმიკოსებისგან განსხვავებით, ეკონომიკაში ლაბორატორიულ პირობებში საკითხის შესწავლა ბევრად უფრო რთულია, რადგანაც ეკონომიკური პროცესები მილიონობით ადამიანს ეხება.



ბუნებრივი ექსპერიმენტი - ეს არის რეალური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი სიტუაციების ანალიზი, რომელიც დაბალი სიზუსტის მიუხედავად, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შესწავლის საშუალებას იძლევა.



მაგალითად, ნობელის ლაურეატების მიერ შესწავლის ერთ-ერთო საგანი იყო ურთიერთკავშირი განათლების ხანგრძლივობას და მომავალი შემოსავლების დონეს შორის. ერთის მხრივ, სწავლაზე დახარჯული წლები, თავისთავად, მაღალ შემოსავალს ავტომატურად არ გულისხმობს და მნიშვნელობა არა წლებს, არამედ ცოდნის ხარისხს აქვს.




თუმცა, მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც წლის მე-4 კვარტალში დაიბადნენ, მომავალში ფინანსურად უფრო წარმატებულები აღმოჩნდნენ - იმიტომ რომ სკოლებში თანატოლებზე ადრე შევიდნენ, და ამით ბუნებრივი უპირატესობა მიიღეს.



კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ლაურეატებმა შეისწავლეს - რა გავლენა აქვს დასაქმების მაჩვენებელზე მინიმალური ხელფასის ზრდას?



ექსპერიმენტი 2 შტატში სარესტორნო ბიზნესში ჩატარდა - ერთ-ერთ შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მინიმალური ხელფასი საათში 4,2-დან 5 დოლარამდე გაზარდა, თუმცა, ამან დასაქმების მაჩვენებელზე ნეგატიური გავლენა არ მოახდინა იმის მიუხედავად, რომ კლასიკური ეკონომიკური თეორია სწორედ ამას ამტკიცებს.



ეკონომიის მიზნით თანამშრომელთა შემცირების ნაცვლად, უფრო მაღალი ხელფასის პირობებში რესტორნებში მათი რაოდენობა პირიქით იზრდებოდა, რაც თავისთავად მოულოდნელი იყო.



ამ და მსგავსი ექსპერიმენტების გარეგნული სიმარტივის მიუხედავად, მათი ჩატარების მეთოდები იმ დროისთვის რევოლუციური და შორს მიმავალი იყო - სწორედ მათი წყალობით ექსპერიმენტების ჩატარება შრომითი ურთიერთობების საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინ ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა.



გათვლების და ანალიზის გამყარებამ პრაქტიკული კვლევებით ეს გადაწყვეტილებები უფრო სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას ხელი შეუწყო. ბუნებრივი ექსპერიმენტების გზით მეცნიერები შრომის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს სწავლობდნენ - ისეთებს, როგორ მინიმალური ხელფასის, მიგრაციის, განათლების გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე და ა.შ.



ნობელის ლაურეატებმა ასევე დაამუშავეს ექსპერიმენტების შედეგების ინტერპრეტაციის მეთოდოლოგია - მაგალითად, კორელაცია სწავლაზე დახარჯულ წლებს და მომავალ შემოსავალს შორის, სხვა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობასაც იძლეოდა - მდიდარი მშობლების შვილები მეტ შემოსავალს არა განათლების, არამედ იმის წყალობით იღებდნენ, რომ მშობლების დახმარებით უფრო დიდხანს სწავლა შეეძლოთ.



ამ ტიპის კვლევების დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს - მათი მეშვეობით შესაძლებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა, სხვადასხვა პროცესების უფრო ზუსტად და დეტალურად შესწავლა, და შედეგად სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში უფრო სწორი და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება.


mind.ua





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up