რითეილ გრუპ ჯორჯია: კერძო კომპანიების მხრიდან შეზღუდვების დაწესება, ალოგიკურია

რითეილ გრუპ ჯორჯია: კერძო კომპანიების მხრიდან შეზღუდვების დაწესება, ალოგიკურია

access_time2021-11-02 20:00:00

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას ეხმაურება. მისი ინფორმაცით, შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მთავრობის პოზიცია, თუ რას თვლის პანდემიის მართვის ეფექტურ გამოსავლად.


მისი ინფორმაციით, კერძო კომპანიები ეცდებიან, ოპერირება მინიმალური რეგულაციების ქვეშ გააგრძელონ, თუმცა, აქ გადამწყვეტი სიტყვა მთავრობამ უნდა თქვას.


„ახლა არაორდნალური სიტუაციაა და კომპანიები უფრო მეტი პასუხისმგებლობით და გაგებით ვეკიდებით ასეთ საკითხებს იმიტომ, რომ გვინდა ავირიდოთ უფრო რთული საბოლოო გამოსავალი. თუ „მწვანე ბარათია“ იმის გამოსავალი, რომ პანდემიის ზეგავლენა შევამციროთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, პასუხისმგებლიანი კომპანიები მხარს დავუჭერთ სახელმწიფოს იმ რეგულაციებს, რომელსაც დააწესებს.


მე არ ვარ ექსპერტი და დააჩქარებს თუ არა ეს პროცესი ვაქცინაციას, არ ვიცი, თუმცა, როგორც მოქალაქე, მხარს ვუჭერ ვაქცინაციას. მთელი ჩვენი მენეჯმენტი აცრილია და რაც კი საჭირო იქნება, იმას გავაკეთებთ.



როდესაც მოლოდინი იქმნება, რომ კერძო კომპანიებმა თვითონ მოითხოვონ გარკვეული შეზღუდვები, ეს ალოგიკურად მიმაჩნია. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს, რა არის მისთვის ის ოპტიმალური რეგულაციები, რომლითაც თავიდან ავირიდებთ ჩაკეტვას და გრძელვადიან სირთულეებს, უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან, რომ ნებისმიერი რეგულაცია რაც შეიძლება ნაკლებ მტკივნეულად გატარდეს.


„მწვანე ბარათების“ სისტემა თუ სწორად ამოქმედდა, ვფიქრობ, კარგ შედეგს მოგვიტანს. თუმცა, ეს არ უნდა იყოს არც ნებაყოფლობითი და არც შერჩევითი,“-აცხადებს მაღალაშვილი.


ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.


რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ის ბოლო დღეებია უარესდება.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.


დღესვე, კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს მთავრობას მიმართა და „მწვანე ბარათების“ ამოქმედებისკენ მოუწოდა.


business-partner.ge


თეგები:
შეზღუდვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up