2022 წლის მეოთხე კვარტალში ვაჭრობის და მომსახურების სექტორზე ყველაზე მეტი 351 186 706 ლარის სესხი „თიბისის“ აქვს გაცემული, მეორე ადგილზე კი „საქართველოს ბანკია“, რომელმაც რითეილ სექტორზე 330 745 877 ლარი გასცა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორივე ბანკს ზრდა აქვს, 2021 წლის მეოთხე კვარტალში „თიბისიმ“ სექტორზე 309 796 829 ლარი, ხოლო „საქართველოს ბანკმა“ 316 218 424 ლარი გასცა.
რაც შეეხება სხვა ბანკებს, რითეილ სექტორზე გაცემული სესხებით მესამე ადგილზე „პროკრედიტ ბანკია“ 70 601 746 ლარით, 2021 წელს კი ბანკმა 70 056 566 ლარი გასცა. გასულ წელს ვაჭრობის და მომსახურების სექტორზე „ბაზისბანკმა“ 53 828 437 ლარის სესხი გასცა, რომელიც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, მაშინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 35 399 526 ლარი იყო.
რითეილ სექტორზე გაცემული სესხებით ტოპ ხუთეულის ბოლო ადგილზე 51 430 659 ლარით „ლიბერთი ბანკია“, რომელმაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 31 155 886 ლარი გასცა.