რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.