„რკოს“ ტანსაცმლის ახალი კოლექცია შემოდგომიდან გაიყიდება

„რკოს“ ტანსაცმლის ახალი კოლექცია შემოდგომიდან გაიყიდება

access_time2021-08-11 11:00:48

საქართველოში ხელით მოქსოვილი საბავშვო ტანსაცმელი დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთსა და კორეაში გადის. ამ საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ,,რკო“ გლობალურ ბაზრებზე პირველად 2019 წელს მოხვდა. მსოფლიო ბაზარზე გასვლა კომპანიამ საფრანგეთში დაიწყო, სადაც საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ბრენდი ამავე დროს მუშაობს პროდუქციის ახალ ხაზზე, რომელიც რეალიზაციაში შემოდგომიდან ჩაეშვება.


„რკო“ ამ დროისთვის ქუდებს, სვიტერებს, ჟაკეტებს, პერანგებს და პლედებს აწარმოებს. საქმიანობა მას პანდემიურ პერიოდშიც არ შეუჩერებია. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი თამუნა მესარკიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, წელს, პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 30%-ით გაიზარდა.


მისი თქმით, შეიძინეს ახალი პარტნიორები, რომლებიც ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის ქართული ბრენდის აქტიური დამკვეთები გახდნენ.


„საქართველოში ვფლობთ ერთ შოურუმს, დასაქმებულთა დიდი ნაწილი, 60-მდე მქსოველი, მუშაობს სახლიდან გაუსვლელად. ამით ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აკეთონ სხვა საქმეც. ყველა მთგანი ქალია, რომლებიც ჩვენი მასალით, ჩვენი მენეჯმენტით, აბსოლუტურად ყველაფრით, პროდუქციას ამზადებენ სახლებში, რაც შემდეგ გაგვაქვს ექსპორტზე. პანდემია გვაზარალებს იმ მხრივ, რომ შეიძლება რომელიმე დასაქმებული დაინფიცირდეს და გარკვეული ვადით გამოეთიშოს სამუშაო პროცესს, სხვა დაბრკოლება არ გვაქვს. გარდა იმისა, რომ ახალ ბაზრებს ვითვისებთ, ფართოვდება კონკრეტულ ქვეყნებში მომხმარებელთა წრე, ყოველ პირველ შეკვეთას მოსდევს მეორე, მესამე და სხვა, რასაც განაპირობებს ხარისხი და განსხვავებული სტილი. ეს ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.  ამ ეტაპზე შეკვეთები გვაქვს Caramell-ისგან, რომელიც ბავშვთა მოდაში ერთ-ერი წამყვანი ევროპული  ბრენდია. გარდა ამისა, დავამატეთ მანქანით ქსოვა ანუ საქსოვ დაზგაზე მოქსოვილი პროდუქცია. ახალი ხაზით შექმნილ პროდუქციას შემოდგომაზე ჩავუშვებთ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ თამუნა მესარკიშვილი.



რაც შეეხება ,,რკოს“ ბრენდით შექმნილ ტანსაცმელზე ხელმისაწვდომობას, როგორც ახალგაზრდა მეწარმე ამბობს, ცდილობენ, პროდუქცია ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. შესაბამისად, თუ კონკრეტული სამოსი ძვირი ღირს საზღვარგარეთ, ქართულ ბაზარზე მისი ყიდვა 10-ჯერ დაბალ ფასად არის შესაძლებელი.


„რკოს“ პროდუქცია საშაულო და მაღალი სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი.


კომპანია „რკო“ 2016 წელს თაკო მეგრელიშვილმა და თამუნა და ნინო მესარკიშვილებმა დააარსეს. ახლად შექმნილი ქართული ბრენდი საბავშვო ტანსაცმელს და აქსესუარებს ნატურალური მასალებითა და საინტერესო დიზაინით აწარმოებს. 

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up