აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, ამერიკელთა უმეტესობას ვაქცინაციის გავლა 2021 წლის ივლისისთვის შეეძლება.
რობერტ რედფილდის თქმით, მარტში ან აპრილში ვაქცინის დაახლოებით 700 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც 350 მილიონი ადამიანისთვის საკმარისია.
„ვფიქრობ, რომ ყველაზე გვიან ივლისში შევძლებთ ამერიკელთა უმეტესი ნაწილის ვაქცინაციას“, - დასძინა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.
19 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპრილისთვის თითოეული ამერიკელი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინით იქნება უზრუნველყოფილი.
„მიმდინარე წლის ბოლომდე ვაქცინის სულ მცირე 100 მილიონი დოზა გვექნება. ყოველ თვე ვაქცინის მილიონობით დოზას მივიღებთ და აპრილისთვის თითოეული ამერიკელისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა გვექნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
imedinews.ge