100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა. ევროპის პასუხი კი უპრეცედენტო იყო,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შემდეგ კვირას, ევროპარლამენტს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ეწვევა უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის განსახილველად.
„100 დღის წინ მსოფლიო შეიცვალა. ევროპის პასუხი კი უპრეცედენტო იყო. ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთიანები და გადამწყვეტები.
მომავალ კვირას ევროპარლამენტი უმასპინძლებს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს რუსლან სტეფანჩუკს, სტრასბურგში, ჩვენი შემდგომი თანადგომის განსახილველად. ევროპა წინ უნდა გაუძღვეს. ევროპამ უნდა მისცეს იმედი!“,- განაცხადა მეცოლამ.