ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ტურიზმის ინსტიტუტი ეხმაურება, რომლის წარმომადგენლებიც ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე იმყოფებიან:
„როცა მთელს ევროპას არწმუნებ რომ უძველესი ისტორია და ლამაზი აწმყო გაქვს, ხარჯავ ფულს ამაში და ეპატიჟები მხარჯველუნარიან დასავლელს, პარალელურად კი ღებულობ იმ კანონებს, რომელიც ზღუდავს შენს მოქალაქეს და გაშორებს ცივილიზაციისგან, ცხადი ხდება რომ ტურიზმის მარკეტინგში დახარჯული ყველა ცენტი გაფლანგულია, რადგანაც მხარჯველუნარიან ევროპელ ტურისტს ცნობიერების დონეც და ინფორმირებულობაც მაღალი აქვს, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება საქართველოში მოგზაურების შესახებ, ცხადი ხდება!
არავითარი ზრდა ტურიზმში თუ ეკონომიკაში არაფრად არ ღირს თუ სახელმწიფო მართვა თავის მოქალაქეზე ორიენტირებული არ არის!
#არარუსულკანონს #საქართველოევროპაა“ - ნათქვამია ტურიზმის ინსტიტუტის განცხადებაში.