ქალაქ პოპასნაში რუსმა ოკუპანტებმა ნაღმმტყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ავრცელებს სათაურით "როცა იდიოტები ომობენ".
სერგეი გაიდაის თქმით, ორკების მცდელობა, დაეკავებინათ პოპასნა და რუბეჟნოე, წარუმატებლად დასრულდა. ლუგანსკის რეგიონში თავდაცვის ხაზზე ცვლილებები არ არის, ქალაქი უკრაინის დროშის ქვეშაა.
"როდესაც იდიოტები ომობენ. პოპასნაში ორკებმა ნაღმტყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს. ორკები კვლავ ცდილობენ პოპასნასა და რუბეჟნოეს ხელში ჩაგდებას, თუმცა წარუმატებლად. პოპასნაში რუსეთის არმიას სურდა ქალაქზე შტურმი, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა მოიგერიეს და მტერმა ზარალი განიცადა", - წერს გაიდაი.