„როდესაც 5000 ლარამდე ხელფასიან თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან ცუდია“

„როდესაც 5000 ლარამდე ხელფასიან თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან ცუდია“

access_time2022-10-27 09:00:00

„როდესაც მისი საშუალო ხელფასი 2500-დან 4000-5000 ლარამდე მერყეობს და მაინც გადაწყვეტს, რომ ქვეყანა დატოვოს, ვფიქრობ, ის არ არის მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული. აქ ალბათ, უფრო მასშტაბური პრობლემაა, ის ვერ ხედავს პერსპექტივას და იუმედოდაა აქ განწყობილი“,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „ბისზნესპრესნიუსთან“ კადრების დეფიციტზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, თუ აქამდე, სადისტრიბუციო კომპანიები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლების გაადინებას უჩიოდნენ, ახლა უკვე საშუალო რგოლიც პრობლემას წარმოადგენს.


„კიდევ უფრო კრიტიკული სიტუაციაა, ვიდრე მანამდე იყო. იმიტომ, რომ თუ აქამდე გარკვეული პრობლემები გვქონდა შედარებით დაბალ რანგზე, ვისაც პროდუქცია უნდა მიეტანა, ახლა უკვე საშუალო რანგის თანამშრომლებზეც იგივე ვითარებაა. სამწუხაროდ, მაღალია მათი გადინება ქვეყნიდან. მე ამას ვერანაირად ვერ დავუკავშირებ მხოლოდ სახელფასო პოლიტიკას, იმიტომ, რომ როდესაც მისი საშუალო ხელფასი 2500-დან 4000-5000 ლარამდე მერყეობს და მაინც გადაწყვეტს, რომ ქვეყანა დატოვოს, ვფიქრობ, ის არ არის მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული. აქ ალბათ, უფრო მასშტაბური პრობლემაა, ის ვერ ხედავს პერსპექტივას და იუმედოდაა აქ განწყობილი. მესმის, საუბარი იყოს თანამშრომელზე, რომელსაც ხელფასი აქვს 500-დან 1000 ლარამდე და ქვეყანა დატოვოს. მაგრამ, როდესაც უკვე 2000-დან 5000 ლარამდე ხელფასიან, საშუალო რანგის თანამშრომელზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას ტოვებს ოჯახით, ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის.


ვფიქრობ, სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.



რაც შეეხება გადამზადების ცენტრს, რომელიც კურსდამთარებულების გარანტრებულ დასაქმებას გულისხმობს, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიმართვიანობა ძალიან დაბალია.


„მომართვიანობა სამწუხაროდ, წლიდან წლამდე იკლებდა და ბოლო კურსზე, რომელიც ზაფხულში ჩავატარეთ, იყო კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელი. უახლოეს 2-3 კვირაში ველოდებით, რომ ახალი კურსი დავიწყოთ, ეს სახელმწიფოს მხარდაჭერით ხდება, როგორ კი მივიღებთ თანხმობას დაფინანსებაზე, გამოვაცხადებთ და გვეცოდინება, რამდენად მაღალი მოთხოვნა იქნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კადრების გადინება ხდება, რა თქმა უნდა იმის მოლოდინი, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება, სამწუხაროდ, არ გვაქვს.


რაც შეეხება მიგრანტებს, მათი მხრიდან არანაირი მომართვიანობა არ გვაქვს“,- ამბობს ივა ჭყონია.


ბიზნესპრესნიუსი




თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up