როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდ

როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდ

access_time2022-08-16 13:30:00

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილება საქართველოში არც ისე მარტივია“ - პარაოლიმპიელი სპორტსმენი ირმა ხეცურიანი  ამბობს, რომ ყველაზე მთავარი შესაბამისი, ადაპტირებული გარემოს შექმნა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.



ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე: „დანიშნულების ადგილამდე მისვლა ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ერთადერთი ტრანსპორტი ტაქსია, რითაც შეგვიძლია შედარებით მარტივად გადავადგილდეთ. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საერთოდ ვერ ვსარგებლობ, რადგან გაჩერებამდე მისვლა საკმაოდ რთულია. ყველა გაჩერებაზე არც იმის შესაძლებლობაა, რომ ავტობუსი სწორად მოუდგეს ჩემს ეტლს. სამწუხაროდ, არც მძღოლების გადამზადება ხდება, როგორ უნდა დაეხმარონ ეტლით მოსარგებლე ადამიანს და არც ის იციან, რომ ჩვენი დახმარება მათი ვალდებულებაა“.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციფიკური და ინდივიდუალური საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, მათი გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობა ადაპტირებული გარემოა. რეგიონებსა და დედაქალაქში კი მსგავსი პირობები ნაკლებად ხელმისაწვდომია. მოუწესრიგებელი ბორდიური, დაზიანებული პანდუსები, არასწორად გაჩერებული ავტომობილები შშმ პირებისთვის მოუგვარებელი პრობლემა და დამატებითი დაბრკოლებაა.



„ასეთ სიტუაციებში ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ვშვრები. ყოფილა შემთხვევა - დამირეკავს შესაბამის უწყებაში და მითხოვია, როგორმე უზრუნველეყოთ ჩემი დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა ამაოდ. ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა ბორდიურზე მოვდიოდი ჩემს დასთან ერთად და უეცრად, ზუსტად ჩემს წინ გააჩერა მძღოლმა ავტომობილი. სამწუხაროდ, არც თხოვნამ და არც მუქარამ არ გაჭრა - მოგვაძახა, დამელოდეთ 10 წუთი და გავალო. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა და ვფიქრობ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რას აშავებენ. სწორედ ეს უნდა მივიტანოთ ამ ადამიანებამდე და ავუხსნათ, რომ მათი კომფორტი სხვისთვის შესაძლოა საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს“.



საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკინგით სარგებლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ავტომობილი კონკრეტულად შშმ პირს ეკუთვნის და მასზეა გაფორმებული.
„თუ ავტომობილი შენ არ გეკუთვნის, სპეციალურ სადგომზე ვერ გააჩერებ. ეს დამატებითი ბარიერია, რადგან საქართველოში ძალიან ცოტაა შშმ პირი, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ამის მიზეზი სწორედ ის გარემოა, რაც ეტლით მოსარგებლე ადამიანს ავტომობილით გადაადგილებისას ხვდება.




პრობლემაა ტაქსის გაჩერებაც, იმიტომ რომ მასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშნული. ვფიქრობ, ამ კუთხითაც უნდა შეიცვალოს რაღაცები, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად“.
ირმა ხეცურიანი „თეგეტა ჰოლდინგის“ წამოწყებას სიამოვნებით შეუერთდა და ფიქრობს, რომ მსგავსი კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.



„ჩვენს მოსახლეობას არც მოწოდება უყვარს და არც მოთხოვნა, ამიტომ უბრალოდ ვთხოვდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით, მეტად გააზრებით, მეტი სიფრთხილით იმოძრაონ.



საგზაო მოძრაობის მიმართულებით ადამიანების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მე მუდამ ვფიქრობ სხვის კომფორტსა და მათი უფლებების დაცვაზე, ასევე უნდა მოიქცეს ყველა.



როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up