როდესაც მოსახლეობის შემოსავლები მცირდება და ხარჯები იზრდება, ის ცდილობს, რომ უფრო იაფიანი მედიკამენტი შეიძინოს -  ანდრია ურუშაძე

როდესაც მოსახლეობის შემოსავლები მცირდება და ხარჯები იზრდება, ის ცდილობს, რომ უფრო იაფიანი მედიკამენტი შეიძინოს - ანდრია ურუშაძე

access_time2022-09-16 20:00:57

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ წამლების ფასი ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოქალაქეებს ჰკითხეს, თუ რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა – მათი უმეტესობა, 76 % ასახელებს წამლების საფასურს. წამლების შემდეგ ყველაზე პრობლემურ საკითხად სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტების საფასურია.


აღნიშნული საკითხი, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ ჯანდაცვის ექსპერტმა ანდრია ურუშაძემ შეაფასა.


მისი თქმით, პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც მოსახლეობის ხარჯი იზრდება, ხოლო შემოსავალი მცირდება მოსახლეობა იძულებულია აირჩიოს ნაკლებად ეფექტური, თუმცა იაფიანი მედიკამენტები. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან რთულია წამლის ხარისხზე საუბარი, თუ ის რამე მნიშვნელოვან კვლევას არ ეფუძნება.



„მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავითვალისწინოთ ერთი, როდესაც მოსახლეობის შემოსავლები მცირდება და ხარჯები იზრდება, მოსახლეობა ცდილობს, რომ უფრო იაფიანი და ხშირად ნაკლებად ეფექტური წამლები აირჩიოს. იაფი მედიცინაში არ ნიშნავს იმას, რომ ის კლინიკურად ეფექტურია, შეიძლება საეჭვო ხარისხის წამლების უფრო დიდი ხნით მიღება მოგვიწიოს.


მეორე მხარე შეიძლება დაკავშირებული იყოს პერსონალის კვალიფიკაციასთანაც, მაგალითად ხშირად გამოწერილი მედიკამენტი, რომელიც სამწუხაროდ სარეცეპტო სისტემის დისკრედიტაციის შემდეგ კიდევ უფრო პრობლემური გახდა. ეს არის ერთ ეპიზოდზე გამოწერილი მედიკამენტის როგორც რაოდენობა ისე ფასი და შესაბამისად ის ხარჯი რასაც ექიმები გაწევენ, სამწუხაროდ წლიდან წლამდე იზრდება, შეგვიძლია ვთქვათ ამის ორი მიზეზი. 1, ჩვენ მოსახლეობის მკურნალობისას კლინიკური სტანდარტები ნაკლებად გვაქვს, მათ შორის პირველად ჯანდაცვაზე და ეს პირველ რიგში გამოისახება არარაციონალურ მომსახურებასთან და მეორე ეს არის ფინანსური წნეხი რომელსაც განიცდის როგორც ოჯახი ისე მოქალაქე და როდესაც არ ხდება სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ცხადია ადამიანი იძულებულია აირჩიოს იაფი მედიკამენტი“ .- აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.


იმისათვის,რომ პრობლემები წლიდან წლამდე მოუგვარებელი არ იყოს, ურუშაძე ამბობს, რომ ჯობია საქართველოს შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიები ჰქონდეს.


მისი თქმით ჯობია რომ საქართველოს ჩვენ შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიები ჰქონდეს , აქედან გამომდინარე ეს პრობლემები წლიდან წლამდე არ იქნება ერთი და იგივე და შევძლებთ შემცირებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up