როდიდან აისახება პროდუქციის ფასზე გადაზიდვების ტარიფების განახევრება

როდიდან აისახება პროდუქციის ფასზე გადაზიდვების ტარიფების განახევრება

access_time2022-09-15 18:00:11

კონტეინერების საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფები რამდენიმე თვეა, მკვეთრად იკლებს. მსოფლიოში წამყვან Freightos Baltic ინდექსს, რომელიც კონტეინერების საზღვაო გადაზიდვების საშუალო ტარიფს ზომავს, 12 მთავარ სავაჭრო მარშრუტზე დაყრდნობით, თითქმის ერთი წელია კლების ტენდენცია აქვს. ამ ინდექსის მიხედვით, გასული წლის სექტემბერს 40 ფუტიანი (12.2 მეტრი) კონტეინერის გადაზიდვის საშუალო ფასმა თუ ისტორიულ მაქსიმუმს, 11,109 აშშ დოლარს მიაღწია, ამჟამად ის თითქმის განახევრებულია (56%-იანი კლება) და 4,862 დოლარიან ნიშნულზეა.


პარალელურად იკლებს Drewry-ის საკონტეინერო ინდექსიც, რომელიც ზომავს გადაზიდვის საშუალო ტარიფს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი 7 მთავარი საზღვაო სავაჭრო გზისთვის. ინდექსმა მიმდინარე კვირაში 5%-ით დაიკლო, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 47%-ით, თუმცა, მიუხედავად შემცირებისა, ახლანდელი მაჩვენებელი, 5,379 დოლარი, გასული 5 წლის საშუალოზე მაინც 46%-ით მეტია.


„მაი მობაილ პლიუსის“ აღმასრულებელი მენეჯერი ლევან თალაკვაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების კლება, უახლოეს კვირეებში საქართველოში შემოტანილი პროდუქციის ფასზეც აისახება.



„გადაზიდვების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც აუცილებლად გააიაფებს პროდუქციას. შესაძლოა ამას რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მაგალითად რამდენიმე თვის წინ მთლიან კონტეინერში დაახლოებით 13900 დოლარი გადავიხადეთ, ეს არის 40 ფუტიანი მაღალი სტანდარტების კონტეინერი. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას როგორც ვიცით 5000 დოლარსაც კი ჩამოცდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როდესაც კომპანიებს მარაგები აღარ ექნებათ და დაიწყებენ ახალი ტარიფით პროდუქციის შემოტანას, ეს ფასზეც აისახება.


ლაბორატორიული ტექნიკა, ჩარხები და სხვადასხვა ტექნიკა შემოგვაქვს, რაზეც ღირებულება ბოლო პერიოდში გაიზარდა, რაც მეტალზე და კომპონენტებზე ფასების მატებამ და წარმოების ვადების ზრდამ გამოიწვია. თუ ადრე 3 თვეში ამზადებდნენ შეკვეთას, დღეს ჩიპების კრიზისი გამო დაახლოებით 8 თვე სჭირდება. გადაზიდვების შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ გაზრდილ ფასებს“,  ამბობს ლევან თალაკვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up