როდის ამოქმედდება  მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში და რამდენად მზად არის  სექტორი ამისთვის

როდის ამოქმედდება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში და რამდენად მზად არის სექტორი ამისთვის

access_time2022-09-14 19:00:58

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ხელისუფლებას ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მიმართულებით აქტიური ნაბიჯების  გადადგმისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკაა და ის როგორც  ევროპაში, ასევე რეგიონის ქვეყნებში წარმატებულად მუშაობს. რას ითხოვს ბიზნესი ხელისუფლებისგან, როგორია ხელისუფლების პასუხი და რამდენად მზად არის სექტორი ამისთვის ამ და სხვა თემებზე გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ბიზნეს ასოციაციის  აღმასრულებელი  დირექტორის მოადგილემ მარიანა მორგოშიამ და GPI ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა ისაუბრეს.


როგორც მარიანა მორგოშიამ აღნიშნა, სავალდებულო ტიპის ავტომობილის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ქონებრივის და სოციალური რისკების სამართავად მსოფლიოს მასშტაბით დანერგილი სტანდარტია. მისივე  თქმით, ბიზნეს ასოციაცია იმედოვნებს, რომ პარლამენტი  საკითხზე მსჯელობას წლის ბოლომდე დაიწყებს.


„ეს საკითხი ბიზნეს ასოციაციამ ინვესტორთა საბჭოს ფორმატშიც დააყენა, საკითხთან  დაკავშირებით  გვაქვს კომუნიკაცია და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე  ამაზე მსჯელობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველო რეგიონში ერთადერთი  ქვეყანაა, სადაც  ასეთი ტიპის დაზღვევა არ ფუნქციონირებს.  ეს როგორც სექტორში არსებული ინვესტორების მხრიდან ინვესტიციების განხორციელებას, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. 

 

პირველყოვლისა სავალდებულო დაზღვევის სარგებელი არის დამზარალებლისა და დაზარალებულის მაღალი ევროპული  სტანდარტით  დაცვა,  შრომის უუნარობის დადგომის შემთხვევაში ისევე, როგორც  გარდაცვალების შემთხვევაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი  კომპენსაცია.  საქართველოს ძალიან მძიმე სტატისტიკა აქვს  ავარიების მიმართულებით  და ჯანდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი  ნაწილი ამ  ინციდენტების შედეგად გამოწვეული სამედიცინო  ხარჯების ანაზღაურებისკენ მიემართება. თუ სავალდებულო დაზღვევა დაინერგება, ჯანდაცვის  სექტორი ამ  ხარჯებისგან მნიშვნელოვნად  განიტვირთება“,  - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ .

 

მორგოშიას  თქმით TPL-ის  დანერგვის შემთხვევაში მოხდება  ავტონაწილების  ვაჭრობის  ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოყვანა და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.გარდა  ამისა გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები.



მორგოშიას თქმით, იმისათვის რომ გარდამავალი პროცესი უმტკივნეულოდ იყოს ავტომობილის მფლობელებისთვის პირველ ეტაპზე  იგეგმება, რომ სავალდებულო  დაზღვევაში მხოლოდ  სახელმწიფოს და კომპანიების  ბალანსზე  არსებული ავტომობილები ჩაერთონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მოქალაქეების ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა.

 

როგორც GPI  ჰოლდინგის კომუნიკაციების  დირექტორი  თინათინ  სტამბოლიშვილი ამბობს, სავალდებულო დაზღვევა  საქართველოში სწორედ სოციალური ფონის გათვალისწინებით არის აუცილებელი, რადგან ჯანმრთელობის  ტრავმების, ან სხვისი მანქანის დაზიანების შემთხვევაში დამზიანებელი იძულებულია, რომ დაზიანებულ საკუთარი ჯიბიდან დაუფაროს ხარჯები. სავალდებულო დაზღვევის  შემთხვევაში კი ეს პასუხისმგებლობა სადაზღვევო კომპანიაზე გადადის. აქვე აღსანიშნავია, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ზარალს ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ანაზღაურებს, რადგან ამის საშუალებას საყოველთაობა იძლევა.


„სწორედ სოციალური ფონის  გათვალისწინებით არის აუცილებელი ამ კანონის მიღება, რადგან ჯანმრთელობის  ტრავმების და  სხვა დაზიანებების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს უხდება რაღაც ნაწილის გადახდა და ჯანდაცვის სისტემისთვის ეს დიდი  ტვირთია, მაგრამ მეორეს მხრივ საქართველოში 1 200 000-ზე მეტი ავტომობილია დარეგისტრირებული და ახლა როდესაც ეს საკითხი სრულიად  ნებაყოფლობით 100 0000-მდე ავტომობილს აქვს დაზღვევა. აქ  საუბარია მხოლოდ  პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, რაც  იმას  ნიშნავს,  რომ ასიათასობით ავტომფლობელი არის  დარჩენილი ბედის ანაბარა, ამის სტატისტიკა არ  გვაქვს, მაგრამ გვაქვს მხოლოდ  სიკვდილიანობის  სტატისტიკა და ზარალის ანაზღაურება უწევს  მხოლოდ  მოქალაქეს. ჩემი ავტომობილი შემიძლია არ გავაკეთო, მაგრამ სხვა თუ  დავაზიანებ უნდა ავუნაზღაურო, ამის  შესაძლებლობას იძლევა ეს კანონი, რომ ყველა არის  დაცული. დაზღვევაში არსებობს  გამონაკლისი, აქ  არ იარსებებს გამონაკლისი და ნებისმიერ  შემთხვევაში აუნაზღაურებს  სადაზღვევო, რადგან ამის საშუალებას საყოველთაობა იძლევა. მე მგონია, რომ ამ  საკითხს  მთავრობას  სოციალური  ფონის  გაუმჯობესების  თვალსაზრისით  უნდა შეხედოს“, - აღნიშნა თინათინ სტამბოლიშვილმა.


რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას მარიანა მორგოშია ამბობს, რომ სახელმწიფოს  არ ჰქონია პრეტენზია იმაზე, თუ  რატომ უნდა ჩაერთოს პროცესში სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მანქანები პირველად. რადგან მორგოშიას  თქმით, სახელმწიფო თვითონაც ხედავს იმას, რომ ჯანდაცვის ხარჯების თითქმის 30%-ი ავარიებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების ანაზღაურებისკენ არის მიმართული.


„ამ თანხის გამოთავისუფლება  ბევრ შესაძლებლობას შექმნის იმისთვის, რომ ეს თანხა სხვა მიმართულებით იქნას გამოყენებული. ამაზე კითხვები არ დასმულა და ვფიქრობთ,  რომ რეალურად  აქტიური  განხილვების ეტაპზე მალე გადავალთ, იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ და პირველ მოსმენებს  კომიტეტთან დავიწყებთ“, - აღნიშნა მარიანა მორგოშიამ.


სადაზღვევო სექტორი ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის დამტკიცებას სამ წელზე მეტია ელოდება. კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, თუმცა დოკუმენტის განხილვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მოლოდინია, რომ პროცესი წელს დაიძვრება.

 

 ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2022 წლის 3 თვეში 668,017 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 105,454 პოლისი იყო გაყიდული.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up