როდის აპირებთ შეშინებული ინვესტორების უკან შემობრუნებას? - რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

როდის აპირებთ შეშინებული ინვესტორების უკან შემობრუნებას? - რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

access_time2022-02-17 17:30:58

„დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა ლარის გამყარება. გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას პარლამენტში, ვიცოდი რა რომ ლარი გამყარდებოდა. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში, რამდენჯერაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიდა, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს“, — ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს პარლამენტის სესიაზე, სადაც მას 17 თებერვალს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.


„რაც შეეხება მთავარ კითხვას. საქართველოში ამ მასშტაბით არ ყოფილა ცვლილება, 14 საფეხურით დაეცა ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, ვიყავით მე-12, გავხდით 26–ე. წლების განმავლობაში ყოველთვის იზრდებოდა, 12 წლით უკან დავიხიეთ, ძალიან ცუდი სიგნალია ეს ინვესტორებისთვის. ამით ვეუბნებით ინვესტორებს, არ გაბედოთ საქართველოში შემოსვლა, ცხვირი არ შეყოთ იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო, სადაც არსებობს ისეთი ფინანსთა სამინისტრო და მინისტრი, რომელიც ვერ უმკლავდება ფისკალურ პრობლემებს. როდის აპირებთ ფინანსების ისე მოწესრიგებას რომ ის არ იყოს მთავარი ფაქტორი ფასების ზრდის და ლარის გაუფასურების? და როდის აპირებთ ამ 14 პოზიციის  დაბრუნებას და შეშინებული ინვესტორების უკან შემობრუნებას? ამ პოლიტიკით ვერცერთ ინვესტორს უკან ვერ დააბრუნებთ სამწუხაროდ“,  მიმართა გოცირიძემ ლაშა ხუციშვილს.



ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე თქვა, რომ ლარის გამყარება ნამდვილად მის პარლამენტში მისვლით არის გამოწვეული, მზადაა ყოველდღე იაროს საკანონმდებლო ორგანოში.


„ნახავდით რა პერიოდზეა აღნიშნული მიმართულებები შეფასებული, ფისკალური მიმართულება იყო ძირითადი ნაწილი, ეს არის 2020 წელი, როდესაც ქვეყნის ვალი იყო მშპ-ს 60% და ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი იყო დაახლოებით 9.3%. ბუნებრივია როდესაც ავიღებთ ერთ კონკრეტულ წელს, მითუმეტეს პანდემიიდან გამოწვეულ სიძნელეებს, ბუნებრივია როდესაც ამის შეფასება ხდება იმ მეთოდოლოგიით, რითაც აღნიშნული ორგანიზაცია აფასებს, გაუარესება იქნება, თუმცა ის პარამეტრები, რაზე დაყრდნობითაც ხდება შეფასება, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 2021 წელს და მისი ასახვა მოხდება მომდევნო წელს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მნიშვნელოვანწილად ამ მიმართულებას უფრო პროფესიულ დონეზე აფასებენ სარეიტინგო კომპანიები, ისეთები, როგორიცაა Fitch, S&P და სხვა. ჩვენ სულ ახლახანს გვქონდა აღნიშნული ორგანიზაციების შეფასება და საქართველოს დაუდასტურეს საკრედიტო რეიტინგი იმ დონეზე, რა დონეზეც ქვეყანას პანდემიის დაწყებამდე პერიოდში ჰქონდა. ასე რომ ამ მიმართულებით კრიტიკას ვერ გავიზიარებ.


ძალიან უცნაური პარალელი იქნა გავლებული ჩემს პრლამენტში მოსვლასთან და ლარის კურსთან მიმართებაში. არ ვიცოდი ასეთი კორელაცია თუ არსებობდა ამ ორს შორის. თუ ეს ასეა, შემიძლია ყოველ დღე მოვიდე პარლამენტში“,  აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up