რა სამართლებრივი განსხვავებაა სახელმწიფო და კერძო კომპანიებისთვის ზარალის მიყენების შემთხვევებში - გვარამიას საქმე

რა სამართლებრივი განსხვავებაა სახელმწიფო და კერძო კომპანიებისთვის ზარალის მიყენების შემთხვევებში - გვარამიას საქმე

access_time2022-05-16 16:00:45

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს  ბიზნესის სამართლის იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აფასებს. ,,კომერსანტთან“ ის ასევე განმარტავს,  კონკრეტული შემთხვევა რით განსხვავდება სახელმწიფო საწარმოების მხრიდან ბიუჯეტისთვის მიყენებული მილიარდიანი ზარალისგან და რა საერთო შეიძლება არსებობდეს სამართლებრივ დონეზე ამ ორ ფაქტს შორის?


როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო საწარმოს მფლობელისთვის ამ შემთხვევაში მთავარი უპირატესობა საჯარო მოხელის სტატუსი და კონკრეტული კომპანიისთვის  დაზარალებულის სტატუსის არქონაა. თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს, არის შემთხვევები, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეული გადაცდომის ნიშნებს, რაზეც თვალის დახუჭვა დანაშაულის წამახალისებელი ქმედებაა.


,,მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საწარმოების  მენეჯერები გათანაბრებულიი არიან საჯარო მოხელეებთან. ის პასუხისმგებლობა, რაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აქვს, ამ ტიპის საწარმოებში დასაქმებულებზეც ვრცელდება, იქნება ეს  რკინიგზა, აეროპორტების გაერთიანება, საპარტნიორო ფონდი და სხვა. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას, გვარამიას მიმართ იყო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული დავა, სადაც დაზარალებულად ცნობილია კომპანია „რუსთავი 2“, ამიტომ გვარამიას მიმართ ეს დაზარალებულის ინსტიტუტი ამოქმედებულია და დაზარალებულად ცნობილია კონკრეტული კომპანია. საწარმოებზე როცა ვსაუბრობთ და ზარალზე, უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების შედეგიდან გამომდინარე, ანუ უნდა დადასტურდეს აუდიტის სამსახურის ან შემოსავლების სამსახურის მიერ. კონკრეტულ ფაქტებს ჰქონდეს ადგილი, ზოგადად ზარალიანობა კრიმინალი არ არის, მაგრამ დამაზიანებელი, დელიქტური ქმედება თუ იყო, უკვე სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველია, როგორც გვარამიას შემთხვევაში მოხდა“, - აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“.


ამდენად, როგორც იურისტი აღნიშნავს, კომპანიის ზარალიანობასთან დაკავშირებით კონკრეტულ გამოვლინებასთან მიმართებაში უნდა მოხდეს რეაგირება, მომზადდეს ფინანსური ანგარიშგებები და სხვა.  



შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.


რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების ზარალიანობას, ცნობისთვის, 2018 წელს 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა, ჯამში, 805 მილიონ ლარს მიაღწია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური ანგარიშის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, ზარალი  თითქმის 160 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო საწარმოების ზარალის ჯამური ოდენობა 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.


ტენდენცია გაგრძელდა 2020 წელსაც, აღნიშნულ პერიოდში  საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილმა 142-მა კომპანიამ ჯამში 1,043,000,000 ლარით იზარალა, რაც 2019 წლის ზარალს 630 მილიონი ლარით აღემატება.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up