მთვარობა ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების განხორციელებას, ინვესტორის გამოვლენამდე არ აპირებს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტების განხორციელება ინვესტორის მიერ წარდგენილ პროექტის მასტერგეგმაზე იქნება დამოკიდებული.
„შესაბამისი პროექტი დამუშავებული გვაქვს და რა წუთშიც გამოვლინდება გამარჯვებული და ხელშეკრულების სახით შესაბამისი ვალდებულებები გაფორმდება, ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ის.
შენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მასტერგეგმაზე, რომლითაც სამშენებლო ნაწილი ხორციელდება და ის ინფრასტრუქტურა, სადაც ეს გზა უნდა მივიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში უფრო გამართლებულია არსებობდეს გამარჯვებული, რომელსაც ექნება ნათელი ხედვა თუ როგორ ეწყობა ინფრასტრუქტურულად აღნიშნული პორტი და შემდეგ სახელმწიფო თავის ვალდებულების ნაწილში გზის და რკინიგზის მშენებლობას დაიწყებს.“ - განაცხადა მინისტრმა.