როდის დაიწყება ქობულეთში 2019 წელს დაანონსებული „გრინ რეზორტის“ მშენებლობა?

როდის დაიწყება ქობულეთში 2019 წელს დაანონსებული „გრინ რეზორტის“ მშენებლობა?

access_time2022-10-05 10:00:00

ქობულეთში მულტიფუნქციური კომპლექსის „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა 2019 წელს დაანონსდა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მლნ ლარი იყო. მაშინდელი პრემიერის მამუკა ბახტაძის მიერ „შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული პროექტის წარდგენიდან მალევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "მწვანე ქალაქის" მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტიც დაამტკიცა. 2020 წლის თებერვალში კი „გრინ რეზორტმა“ ქობულეთის საინვესტიციო პროექტზე მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, მაგრამ პანდემიის დაწყების გამო პროექტის გეგმები და დეტალები მათ შორის ვადებთან მიმართებით დაკორექტირდა.


შედეგად, 2022 წლის 29 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქობულეთის მუნიციპალიტეტში შპს „გრინ რეზორტის“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის ბრძანება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანიამ პროცედურები თავიდან უნდა გაიაროს.


როდის დაიწყებს კომპანია „გრინ რეზორტი" პროექტის მშენებლობას და რატომ არ გახდა საჭირო დასკვნების წარდგენა? - ამ კითხვით BMG-მ კომპანიის იურისტს დავით ჩიტაიას მიმართა, რომელიც განმარტავს, რომ ერთი მხრივ ნებართვის აღების შემდეგ დაწყებული პანდემიის და მეორე მხრივ, ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიისთვის მინიჭებული ძეგლის სტატუსის გამო, პროექტის დეტალები შეიცვალა. ჩიტაია განმარტავს, რომ არსებულ ნაწილი საერთოდ აღარ განაშენიანდება, მიმდებარედ კი დაბალი ინტენსივობის მშენებლობა დაიწყება.


ბოლო ინფორმაციით, კომპანია პროექტის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებს 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს და არაუგვიანეს 2025 წლის დასაწყისში დაასრულებს. სრულად პროექტი ხუთ ეტაპად არის დაყოფილი, რომლის განხორციელებაც 9-10-წლიან პერიოდს უკავშირდება.



“ნებართვას ვადა იმის გამო გაუვიდა, რომ პროექტის დეტალები შევცვალეთ. არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა, თუმცა ძეგლის სტატუსის გამო კონკრეტულ ტერიტორიებზე მშენებლობა საერთოდ აღარ განხორციელდება, მიმდებარედ კი დაბალი განაშენიანებით იქნება. ამის გამო მოგვიწია ადგილმონაცვლეობა, ამიტომ ამ ეტაპზე სკოპინგის დასკვნას აზრი აღარ ჰქონდა.


ახლა ამ კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობის სამუშაოებს, 2023 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ და პირველი ეტაპი 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის დასაწყისში დასრულდება. მთლიანად პროექტი დაყოფილია ხუთ ეტაპად, რომელიც 9-10 წელში უნდა დასრულდეს.“ - განაცხადა ჩიტაიამ.


მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში დაახლოებით 180 ჰექტარზე იგეგმება. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.


წყარო: bm.ge



თეგები:
მშენებლობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up