როდის დასრულდება პანდემია? რას ამბობენ მეცნიერები ახალ კორონავირუსსა და აცრის მეოთხე დოზაზე?

როდის დასრულდება პანდემია? რას ამბობენ მეცნიერები ახალ კორონავირუსსა და აცრის მეოთხე დოზაზე?

access_time2022-02-15 00:00:00

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში არასწორხაზოვანია. მაგალითად, გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ მიაღწია იმ დონეს, რომლის დროსაც გასულ წელს უპირობო „ლოქდაუნი“ გამოცხადდებოდა. მეორე მხრივ, იზრდება პანდემიის დასრულების იმედი და შეზღუდვების მოხსნის შესახებ დისკუსიები სულ უფრო კატეგორიულ ხასიათს იღებს. გერმანიაში, ისევე, როგორც ევროპის მთელ რიგ სხვა ქვეყანაში, დღითი დღე მატულობს საპროტესტო ტალღა, რომლის მონაწილეებიც კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების მოხსნას ითხოვენ. ბევრ მათგანს მაგალითად მოჰყავს დანია, სადაც ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, თითქმის არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს. ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას ხსნის იმ არგუმენტით, რომ შემდგომი შემზღუდავი ზომები ზიანს აყენებს ეკონომიკას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და დემოკრატიას.



თავის მხრივ, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კარლ ლაუტერბახმა განაცხადა, რომ საკარანტინო ზომების შესუსტება ამ ეტაპზე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. უწყების წარმომადგენლის თქმით, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ აღდგომისთვის (იგულისხმება კათოლიკეთა აღდგომა) ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე. ეს რომ ახლა მომხდარიყო, „ომიკრონის“ ტალღა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა - დარწმუნებულია გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი. როდის დასრულდება პანდემია და რა გველის წინ? ექიმებსა და მეცნიერებს ამაზე განსხვავებული პასუხები აქვთ. თუ რას ფიქრობენ კონკრეტულად ისინი, Deutsche Welle-მ გაგვაცნო.



დაასრულებს თუ არა „ომიკრონი“ პანდემიას?



ჩვენ ვიცით, რომ აცრას შეუძლია ახალი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისგან დაგვიცვას. ახლა უკვე თავად ინფექციაც პანიკას აღარ იწვევს, რადგან „ომიკრონს“ გართულებები იშვიათად ახლავს. აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. ზუსტად იმის გამო, რომ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე - ახალი კორონავირუსის წინა ვარიანტები, არსებობს იმედი, რომ პანდემია შეიძლება ენდემიად იქცეს. ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი მთლიანად არ გაქრება, მაგრამ გარკვეულ დროს, გარკვეულ რეგიონსა და გარკვეულ პოპულაციაში გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, შევძლებთ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ! ნამდვილად ასეა? ღირს ასეთ ეიფორიაში ყოფნა? გულწრფელი პასუხი ის არის, რომ ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით!



ვერცერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი ვერ იტყვის ზუსტად, როგორ შეიცვლება სიტუაცია უახლოეს თვეებში. ამის მიზეზი არის ის, რომ უცნობია, როგორ წარიმართება კორონავირუსის შემდგომი მუტაცია. ერთი რამ ცხადია, ის მუტაციას განაგრძნობს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ასე იქცევიან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსები. „ჩვენ არ ვიცით, კიდევ რომელი შტამები გამოჩნდება, შეძლებენ თუ არა ისინი იმუნიტეტის გვერდის ავლას ან მძიმე ავადმყოფობის გამოწვევას“, - ამბობს ბრაუნშვაიგში მდებარე ჰელმჰოლტცის ცენტრის ეპიდემიოლოგი ჟერარ კრაუზე. „მე არ ვიზიარებ „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებულ ეიფორიას, რომ ის ენდემიის დასაწყისი იქნება. შესაძლებელია „ომიკრონის“ ტალღა ჩაცხრეს და კორონავირუსის ეს შტამი დელტა ვარიანტმა ჩაანაცვლოს“, - აცხადებს მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ულრიკე პროტცერი.



სიტუაციის განვითარების რომელ სცენარებს განიხილავენ მეცნიერები?



კორონავირუსის ძველმა თუ ახალმა, სახიფათო ან შედარებით უსაფრთხო შტამებმა შეიძლება კვლავ შეგვახსენონ თავი. თუმცა ვირუსი ენდემური რომც გახდება, ის მაინც საშიშია და სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.




„ენდემურობა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა და სიტუაცია უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ ახლად მუტირებული შტამი გამოჩნდება და კვლავ გამოიწვევს ეპიდემიას“, - ამბობს ლაიბნიცის ინსტიტუტის წარმომადგენელი ჰაჯო ზეები. „თუ ის არ გახდება ენდემური, მაშინ იქნება გახანგრძლივებული ეპიდემიური ვითარება, რომელშიც დროდადრო იქნება აფეთქებები. ესეც ერთგვარი ალტერნატივაა, რომელიც უნდა გავიაროთ ძალიან ფრთხილად აუცილებელი ზომების დაცვისა და ვაქცინაციის მეშვეობით“, - დასძენს მეცნიერი.



მიუხედავად გაურკვეველი პერსპექტივისა, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. მაგალითად, რა შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს ან რა ზომების მიღებაა საჭირო, თუკი ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მოიმატებს. ეს ყველაფერი პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ და არა - მეცნიერებმა - ასეთია ექსპერტების დასკვნა.



გახდება თუ არა „ომიკრონი“ პანდემიიდან გამოსავალი?



მოერსის ფილტვის დაავადებათა კლინიკის მთავარმა ექიმმა თომას ვოსჰაარმა Deutschlandfunk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ომიკრონის“ შტამს პანდემიიდან გამოსავალი უწოდა და მოუწოდა ყველას, მისი გავრცელება არ შეეკავებინათ. თუ მოსახლეობის 100%-ი „ომიკრონით“ დაავადდება, ეს იქნება პანდემიის დასასრული, - თვლის მეცნიერი. ამასთან, ვოსჰაარი არ იზიარებს შეშფოთებას იმის შესახებ, თუ რა მოხდება მსგავსი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში გერმანიის კლინიკებში.



”არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები თავიანთი შესაძლებლობების ზღვრამდე იმუშავებენ. ჩვენ შეგვიძლია სიტუაციას ჩვეულებრივი პალატებითაც გავუმკლავდეთ. ბოლოს და ბოლოს, ომიკრონი არ იწვევს დაავადების მძიმე მიმდინარეობას და პაციენტების რაოდენობის ზრდა მხოლოდ მცირე ხნით დაფიქსირდება. ამის შემდეგ კი ეს წინგადადგმული ნაბიჯი გვექნებოდა“, - აცხადებს ექიმი თომას ვოსჰაარი.



თუმცა ბერლინის Charite -ს ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი სიტუაციას სხვაგვარად ხედავს. ის დარწმუნებულია, რომ ბუნებრივი იმუნიზაცია გერმანიისთვის ვარიანტი არ არის. ”საკითხავია, რის ფასად დავასრულებთ პანდემიას”, - ამბობს დროსტენი. ”განსაკუთრებით იმ ფედერალურ მიწებზე, სადაც ბევრი ხანდაზმული ადამიანია. თუ მათი გარდაცვალებები დაიწყება, ეს ძალიან მაღალი ფასი იქნება”, - განმარტავს ექიმი.



მსოფლიომ ახალი კორონავირუსის პირობებში ცხოვრება ისწავლა?



რის ფასად შეგვიძლია პანდემიის დასრულება? ეს არის კითხვა, რომელიც არ არის წმინდა სამედიცინო ხასიათის და ის ასოცირდება საზოგადოების გაგებასა თუ მზაობასთან, - განმარტავს ეპიდემიოლოგი კრაუზე. თუ გრიპზე ვსაუბრობთ, მაშინ საზოგადოება აშკარად მზადაა შეეგუოს იმ დანაკარგს, რაც ყოველ სეზონზე ხდება. გრიპთან შედარება საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ჩვენ ვერც ამ ვირუსს დავამარცხებთ. ყოველ ჯერზე მისი ახალი ვერსიები ჩნდება, მაგრამ ჩვენ მასთან თანაცხოვრება ვისწავლეთ. ექიმების განმარტებით, აცრით ან ინფექციის გადატანით იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ. „თუ ადამიანი აცრილია და ამის შემდეგ ინფიცირდება, მაშინ იმუნური სისტემა კარგად გაუმკლავდება კორონავირუსის იმ ახალ ვარიანტს, რომელიც გამოჩნდა“, - ამბობს ულრიკე პროტცერი.



თუმცა მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის ეს არ გამორიცხავს 2022 წლის შემოდგომაზე ხელახლა ვაქცინაციის შესაძლებლობას. როგორც ისრაელის მონაცემები აჩვენებს, იქ მეოთხე დოზა ბევრმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.



მაშინაც კი, თუ ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მომავალში, ის დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ვირუსი უდავოდ საშიშია. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ მასთან თანაარსებობა დიდხანს მოგვიწევს. დღეისათვის უკვე გვაქვს მრავალი შესაძლებლობა, რომ ახალი კორონავირუსისგან თავი უკეთ დავიცვათ და სიტუაციას სათანადოდ გავუმკლავდეთ. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიაში ცხოვრება ვისწავლეთ. შესაბამისად, არა მხოლოდ ვირუსმა აჩვენა, რომ მას შეუძლია მუტაცია და ადაპტაცია, არამედ ჩვენც - ადამიანებმაც.



წყარო: imedinews.ge



თეგები:
პანდემია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up