ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (Trans-Adriatic Pipeline, ანუ TAP-ი) გამტარუნარიანობის გაფართოება, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ტრანსპორტირდება, 2027 წლის ბოლომდე განხორციელდება.
როგორც Vesti.az TAP-ის კონსორციუმის შეტყობინებაზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ კონსორციუმის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპატიმ განაცხადა.
მისი თქმით, TAP იტალიას გაზს ახალი წყაროდან უკვე ამარაგებს და ქვეყნის მოთხოვნის 14%-ს უზრუნველყოფს. გასულ წელთან შედარებით, წელს TAP-ით იტალიაში გაზის ტრანსპორტირება 60%-ით გაიზარდა.