როდის დასრულდება თბილისში დაუმთავრებელი დიდი პროექტები

როდის დასრულდება თბილისში დაუმთავრებელი დიდი პროექტები

access_time2021-09-22 20:00:00

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემაზე მერია რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობს და ყურადღებას მის მოგვარებაზე ამახვილებს. როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, 179 დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტი არსებობს და ამ მშენებლობების მიღმა 13 ათასი ოჯახია დარჩენილი.



„ამათგან, დაახლოებით, 6 ათას ოჯახამდე იყო „ცენტრ-პოინტის“ ნაწილში, თუმცა, დაზარალებულების ძირითადი მასა 5-6 მშენებლობაზე ნაწილდება, როგორიც იყო: „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და სხვები. დღეის მდგომარეობით, ყველა ეს პრობლემა მოგვარებულია. დიდი მშენებლობების - „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ-პოინტის“ ნაწილში, ინტენსიური სამუშაოები მიდის. ასევე მოვაგვარეთ, 20-მდე მცირე მშენებლობა.



რაც შეეხება ზემოთჩამოთვლილი პროექტების დასრულების ვადებს, „სვეტის“ შემთხვევაში ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს და ვფიქრობ, 2022 წელს მენაშენეებს უკვე გადაეცემათ ბინები. „ცენტრ-პოინტის“ ნაწილში, სარემონტო სამუშაოების 80% მომავალი წლის 1-ელ ნახევარში დასრულებული იქნება, დანარჩენი ობიექტების შემთხვევაში კი ყველა დაზარალებული 3 წლის განმავლობაში მიიღებს ბინებს, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შემთხვევაშიც 2.5-3 წელია საჭირო საბოლოოდ რომ დასრულდეს სამუშაოები. შესაბამისად, ამ 10 ათასი მენაშენიდან, რომლებსაც პრობლემა მოვუგვარეთ, ნაწილი 2022 წლის 1-ელ ორ კვარტალში, ხოლო დანარჩენი 3-წლიან პერიოდში მიიღებს ბინებს,“-აღნიშნა ელოშვილმა.




დაუსრულებელი მშენებლობების მოგვარების პროცესში სხვადასხვა ინვესტორ კომპანიასთან ერთად თბილისის მერიაც მონაწილეობს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის უშუალოდ მერიის მხრიდან უკვე დახარჯულია 10 მლნ ლარამდე, ხოლო ჯამში, 3-წლიან პერიოდზე, პრობლემის სრულად მოგვარება მერიას დაახლოებით, 45-დან 50 მლნ ლარამდე დაუჯდება.




bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up