როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი?

როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი?

access_time2022-09-06 20:00:37

„პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომლის პირობებში ცენტრალური ბანკის მიზანი არ არის და ვერც იქნება გაცვლითი კურსის რაიმე კონკრეტულ ნიშნულზე დაჭერა. გაცვლითი კურსის მაჩვენებელი ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად განისაზღვრება. კურსის მოკლევადიანი დინამიკა და მერყეობა ბაზრის კონიუნქტურასა და მოლოდინებზეა დამოკიდებული, ხოლო საშუალო და გრძელვადიან კურსს განსაზღვრავს ისეთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორებიცაა საქონლისა და მომსახურების იმპორტისა და ექსპორტის დინამიკა, ფულადი გზავნილები და სხვა საგარეო ეკონომიკური მაჩვენებლები“,  ამის შესახებ „კომერსანტს“ ეროვნულ ბანკში კითხვაზე, როდის ერევა სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი, საპასუხოდ განუცხადეს.



„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი შოკების ავტომატურად შთანთქმას ეხმარება, მაშინ როდესაც ფიქსირებული ან მართვადი კურსის პირობებში კურსი მოკლევადიან პერიოდში უფრო სტაბილურია, მაგრამ რისკების დაგროვებას განაპირობებს, განსაკუთრებით მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის პირობებში, და, საგარეო ან საშინაო შოკების დროს, შეიძლება ერთ დღეში გაცილებით უფრო მკვეთრად გაუფასურდეს, ვიდრე იმავე ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსი წლების განმავლობაში გაუფასურდებოდა. ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის მცურავი კურსის უპირატესობა ღია და მცირე ზომის ეკონომიკაში უფრო მეტად ჩანს. საქართველოს ეკონომიკა კი სწორედ მცირე ზომის ღია ეკონომიკას წარმოადგენს - ჩვენი საქონლისა და მომსახურების საგარეო ვაჭრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ზე მეტია. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში, ცალსახა არჩევანი გვაქვს: ან კურსის მოკლევადიანი (თუმცა არაპოპულარული) მერყეობა და გრძელვადიანი კურსის მეტი სტაბილურობა, ან კურსის გრძელვადიანი და მდგრადი გაუფასურება. მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკი არის ორგანიზაცია, რომელიც ყველაზე მეტადაა გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და მისი პოლიტიკა მიმართულია დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებაზე იმ თვალსაზრისით, რომ ფასების სტაბილურობას მიაღწიოს ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით. სწორედ ამ გაგებით, ეროვნული ბანკის თითოეული გადაწყვეტილება ყოველთვის ოქროს შუალედის ძიებაა.



ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე მაშინ ერევა, როდესაც ინტერვენციით ჭარბი მერყეობის (როგორც გაუფასურების, ისე გამყარების მხარეს) შემცირება შესაძლებელია ისე, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას. ეს კი, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც ბაზარზე მის მოცულობასთან შედარებით მსხვილი გარიგება იდება ან ლიკვიდობის დროებითი ნაკლებობაა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო ინტერვენციების გავლენა ასიმეტრიულია: იგი ეფექტიანია, როდესაც კურსის გამყარება ხდება, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანია გაუფასურების დროს. საქართველოში სავალუტო ბაზრის განვითარების არსებული დონიდან გამომდინარე ინტერვენციები ორივე მხარეს ხდება, თუმცა ეფექტიანობის ასიმეტრიულობას ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებს“, — აღნიშნავენ სებ-ში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up