როდის გადავა ჰოსპიტალური სექტორი ანაზღაურების ახალ, DRG სისტემაზე

როდის გადავა ჰოსპიტალური სექტორი ანაზღაურების ახალ, DRG სისტემაზე

access_time2022-09-02 11:00:00

როდის გადავა ჰოსპიტალური სექტორი ანაზღაურების ახალ, DRG სისტემაზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხზე განმარტებები ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება. ინფორმაციას არ ფლობს არც ჯანდაცვის ასოციაცია, სადაც ამბობენ, რომ შვებულებების პერიოდის გამო ამ საკითხზე მათ სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბოლომდე სახელმწიფო ყველა კლინიკას ახალი მეთოდით დააფინანსებს. საუბარია, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე – DRG.


DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.


ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე დაიწყო DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი, რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლოს კი, სისტემა მზად იქნება, რომ ყველა კლინიკაში ამოქმედდეს.


ივნისის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან კლინიკების დაფინანსების „დიარჯი“ მეთოდზე ეტაპობრივად გადასვლა სავსებით რეალისტურია.



მისი თქმით, დიარჯიზე გადასვლა 2 და 3 თვეში შეუძლებელია, თუმცა მასზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში არ დაწყებულა, 2017 წლიდან დაიწყო და პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა. შესაბამისად, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რადგან სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, სექტემბრიდან მისი დანერგვა შესაძლებელია.


ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა jandacva.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემის შემოღებასთან ერთად უნდა დაიწყოს სელექტიური კონტრაქტირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც დადგენილ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. მისი თქმით, ესაა მნიშნელოვანი რეფორმა, რომელმაც პაციენტები ზედმეტი დანახრჯებისგან უნდა დაიცვას.


„როდესაც პაციენტს მაგალითად სტენტირება სჭირდება, ის რეკავს სხვადასხვა კლინიკაში. ზოგან ეუბნებიან, რომ ეს გარკვეული თანხა ღირს, საიდანაც სახელმწიფო მხოლოდ ნაწილს აფინანსებს. მეორეში სხვა ფასს ეუბნებიან, რათა მათი ფასნამატი განსხვავებულია და ა.შ. პაციენტი გაურკვევლობაშია. DRG სისტემის ამოქმედების შემთხვევაში კი ყველა კლინიკისთვის, ყველა სერვისის შემთხვევაში, იარსებებს სტანდარტი, რომელსაც კლინიკები გვერდს ვერ აუვლიან და იქნება ტარიფი, რომელსაც ისინი ვერ გაზრდიან. ამიტომ პაციენტსაც თანაგადახდა ან საერთოდ არ მოუწევს, ან ეს იქნება მინიმალური თანხა,“ – განაცხადა თენგიზ ვერულავამ.


მისი თქმით, სელექციური კონტრაქტირების გარეშე DRG-ის შემოღება არალოგიკურია და ეს ორი რეფორმა ერთმანეთს ფეხდაფეხ უნდა მიყვებოდეს, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო თანხებს იღებდეს და პაციენტებს მკურნალობდეს კლინიკა, რომელიც კორპუსის მე-12 სართულზეა გახსნილი და საცხოვრებელი ოთახები რეანიმაციულ პალატებად აქვს გადაკეთებული.


რაც შეეხება კითხვას, რამდენად რეალისტურია სექტემბრიდან ახალი სისტემის ამოქმედება, ექსპერტი ამბობს, რომ ეს სისტემა ქვეყანაში დატესტილია და მის დანერგვას მხოლოდ ნება სჭირდება.


„სამწუხაროდ, მიჭირს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ჩვენ ტურბულენტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი რამ არჩევნებზეა დამოკიდებული და სადაც მაგალითად ერთ სადაზღვევო ან ფარმაცევტულ კომპანიას არჩევნების დროს შეუძლია მილიონი ლარი გაიღოს,“ – აცხადებს თენგიზ ვერულავა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ DRG-ის ამოქმედება აუცილებელია.


წყარო: jandacva.ge


თეგები:
DRG სისტემა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up