როდის გაიხსნება მეტროს სადგური

როდის გაიხსნება მეტროს სადგური "გოცირიძე"? - ბოლო შეთანხმებით სამუშაოები დღეს უნდა დასრულებულიყო

access_time2022-10-31 22:00:58

ჯერ ისევ უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის გაიხსნება მეტროს სადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ იღებს. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა თბილისის მერიის კომპანიაში კონკრეტულ თარიღს ვერ ამბობენ.



ბოლო შეთანხმების მიხედვით, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე". ამ მოტივით ხელშეკრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.


 

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ბოლო შეთანხმება 13 ოქტომბერს არის ატვირთული, თუმცა უშუალოდ დოკუმენტს გაფორმების თარიღი მითითებული არ აქვს. ამ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ შეთანხმების გაფორმების მომენტისთვის კომპანიას შესასრულებელი ჰქონდა: "მოაჯირების ღებვა, ფასადის შეფუთვა კომპოზიციური პანელით, ფასადის შეფითხნა - შეღებვა, ბაქანზე და ვესტიბულებში შშმ პირებისთვის ტაქტილური ბილიკების მოწყობა, სადგურის ვესტიბიულის და კიბის უჯრედის შეღებვა, სამომსახურო სივრცეში განთავსებული ოთახებისა და დერეფნის კედლების ღებვა, ბურჯების დამუშავება ე.წ. მიუნხენის ფითხით და ღებვა, შშმ პირებისთვის დახრილი ლიფტის მოწყობა და მავთულბადიანი ფოლადის ჩარჩოების მოწყობა".

 

ხელშეკრულების ღირებულება 4,7 მილიონ ლარზე მეტია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 31% - 1,4 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი.

 

პირველადი ინფორმაციით, მეტროსადგური 2021 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო. საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს კაიზენის ფილიალმა დაიწყო. სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიამ საქართველოში უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალს სამუშაოების ვადა არაერთხელ, ჯამში 6 თვით გადაუწია, თუმცა სამუშაოების ნაწილი მაინც შეუსრულებელი დარჩა.

 

სადგურის რეაბილიტაციის პროცესში კი გამოიკვეთა, რომ აუცილებელი იყო ბაქნის რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა. თბილისის მერიის კომპანიამ დაუსრულებელი და ახალი სამუშაოების შესასრულებლად შპს სამშენებლო კომპანია "მამისონი" ტენდერის გარეშე შეარჩია. ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო.

 

რადიოთავისუფლება




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up