როდის იჯერებენ ადამიანები, რომ თამბაქო ფილტვის კიბოს იწვევს

როდის იჯერებენ ადამიანები, რომ თამბაქო ფილტვის კიბოს იწვევს

access_time2022-11-15 15:00:00

მითია, რომ ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხოა და ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით – ამის შესახებ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ონკოლოგმა ნინო ფიფიამ განაცხადა, რომელიც საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე თამბაქოს მოხმარების მავნე შედეგების შესახებ საუბრობს.


„მითია, რომ ელექტრონულ სიგარეტს არ აქვს მავნე ზემოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმო და ამერიკის წამლის მართვის სააგენტო აღნიშნავენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ისევე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი თამბაქო. ელექტრონული სიგარეტის მოხმარებით რისკები არ მცირდება,“ – განაცხადა ფიფიამ.


მისი თქმით, თამბაქოს მოხმარება არის 17 სახის ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზი, რომელთა შორისაც პირველ ადგილზე ფილტვის კიბოა, მეორეზე კი შარდის ბუშტის სიმსივნე, რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს. მწეველობა ზოგ შემთხვევაში ლეიკემიის გამომწვევი ერთერთი მიზეზიცაა.


ონკოლოგი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ასევე საფრთხის შემცველია პასიური მწეველობა – როცა ადამიანს უწევს ცხოვრება ოჯახის ისეთ წევრთან, რომელიც აქტიური მწეველია, არამწეველის რისკებიც იზრდება ჯანმრთელ პოპულაციასთან მიმართებით.


თამბაქოს გარდა, რომელიც ფილტვის კიბოთი დაავადებულთა შორის 85%-ში დაავადების გამომწვევი მიზეზია, რისკფაქტორებში შედის ავტომობილების გამონაბოლქვი, რომელსაც აზოტის დიოქსიდი შეიცავს. გარდა ამისა, რისკი ბევრად იზრდება იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე პირველი რიგის ნათესავებშია დაფიქსირებული – ესენია, პირველ რიგში მშობლები და დედმამიშვილები.



ნანა ფიფია, რომელიც უშუალოდაა ჩართული პაციენტების მკურნალობაში, ამბობს, რომ ბევრ დაავადებულს აქვს დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ მისი ავადმყოფობა მისივე მავნე ჩვევის შედეგია. ეს კი თავის მხრივ დეპრესიას იწვევს, რაზეც უკვე ფსიქოლოგებს უწევთ მუშაობა.


„პაციენტებს ხშირად აქვთ დანაშაულის გრძნობა, რომ მავნე ჩვევის გამო გაუჩნდათ ეს დაავადება, რაც დეპრესიის გაჩენის რისკფაქტორია. აშშ-სა და ევროპაში მიმდინარეობს შესწავლა, როგორ შეიძლება დავეხმაროთ დაავადებულს, მობილიზებულები არიან ონკოფსიქოლოგები, რომ პაციენტი გათავისუფლდეს დანაშაულის შეგრძნებიდან და იმედიანად შეხედონ მომავალს, რადგან ფილტვის კიბო არ არის განაჩენი შორს წასულ შემთხვევაშიც კი და შესაძლოა მეოთხე სტადიის პაციენტმაც კი წლები იცოცხლოს,“- განაცხადა ონკოლოგმა.


რაც შეეხება სიმპტომებს, ნანა ფიფიას თქმით, რადგან ფილტვის კიბოს სიმპტომატიკა არ არის სპეციფიკური, მისი დადგენა რთულია და ამის გამო ხშირია გვიან სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევები.


სიმპტომებს შორისაა მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ნახველი. ამასთან, პაციენტების უმეტესობას ადრეულ სტადიაზე შესაძლოა არანაირი ჩივილი არ ქონდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს, რამდენად შედის ის რისჯგუფში, რათა უფრო ხშირად იკეთოს სკრინინგი.


„არსებობს რისკჯგუფები, რომლებიც ყურადღებით უნდა იყვნენ და ხშირად მიმართონ ექიმს, რადგან თუ ეს დაავადება გამოსავლენია, დროულად გამოვლინდეს. ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბო არაა განაჩენი და გამოჯანმრთელება შესაძლებელია. უფასო სკრინინგი ზოგიერთ კლინიკაში მიმდინარეობდა, მაგრამ შეჩერებულია დაბალი მიმართვიანობის გამო. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არ გამოგვეპაროს ეს დაავადება: ესენი არიან 50 წელზე მეტი ასაკის, თამბაქოს მომხმარებლები, რომლებიც დღეში 20 ღერზე მეტს ეწევიან და ბოლო 15 წლის მანძილზე მოწევისთვის თავი არ დაუნებებიათ,“ – განაცხადა ნანა ფიფიამ.


წყარო: jandacva.ge


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up