როდის შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი?

როდის შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი?

access_time2022-10-27 21:00:00

ეროვნულმა ბანკმა გუშინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გამართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. ამასთანავე, სებ-მა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მომატებული ინფლაცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება.


მიღებული გადაწყვეტილება გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში შეაჯამა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, რომლის თქმითაც, მომდევნო წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფლაციის კლებაა მოსალოდნელი.


არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, ასევე შემცირებული საბიუჯეტო დეფიციტის და იმპორტირებული პროდუქციის საფასო წნეხის შემცირების პირობებში, ინფლაციის დონემ თანდათანობით კლება უნდა დაიწყოს. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის დაწევამდე სებ-მა უნდა დაინახოს, რომ ქვეყანაში ინფლაციის კლების ტრენდია.



“ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას მომავალი წლის დასაწყისიდან და წლის მეორე ნახევარში მიზნობრივთან ახლოს იქნება. გარკვეული პიკი ჩვენ უკვე გადავიარეთ ინფლაციის, თუმცა ინფლაცია კვლავ ძალიან მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის შემცირების ტრენდი დავინახოთ. საფუძველს იმისას, რომ ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, რამდენიმე რამ გვაძლევს, ერთი ის, რომ ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გვაქვს და მას შევინარჩუნებთ იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.


მეორე ის, რომ ფისკალური წნეხი მცირდება ინფლაციაზე, რადგანაც ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება. ასევე საერთაშორისო ბაზრებზე დავინახეთ სასაქონლო ფასების გარკვეული შემცირება. შარშანდელთან შედარებით ფასები მაღალია, მაგრამ კლება შეიმჩნევა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გადაზიდვების ფასების შემცირება. გარეგან ფაქტორებს და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ექნება გავლენა, რომ ინფლაცია შემცირდეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია კვლავ მაღალია, ასევე გაზრდილია გეოპოლიტიკური რისკები, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გარკვეული ვადით შევინარჩუნოთ,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.


წყარო: bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up