როდის შემოვა Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე?

როდის შემოვა Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე?

access_time2023-02-28 17:00:14

რა ეტაპზეა საქართველოს მთავრობასა და ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ს შორის მოლაპარაკებები და როდის უნდა ველოდოთ საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის დაბრუნებას?



როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემა „კომერსანტის დილა“-ში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, Ryanair-ი არის ევროპის მასშტაბით ნომერ პირველი ულტრა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი 0.5 ცენტსაც კი ითვლიან და ისინი არ არიან მოქნილები თავიანთ გადაწყვეტილებებში.



„ისინი არიან ძალიან მკაფიო, ძალიან პრინციპულები, როგორც კომერციულ მოლაპარაკებაში, ასევე თავიანთი საჰაერო ხომალდების უტილიზაციის ნაწილში. რა არის უტილიზაცია: ეს პრინციპია ავიაციაში, როდესაც საჰაერო ხომალდი არის ჰაერში, მაშინ ის წერს ფულს, როდესაც ის არის მიწაზე, ის ხარჯავს ფულს. პლუს, დღის მანძილზე რაც მეტი ფრენა გაქვს, მით უკეთესია უტილიზაციისთვის. აქედან გამომდინარე პირობითად, რომ ავიღოთ ლონდონი თბილისის ან ლონდონი ქუთაისის მიმართულება ეს ავიაკომპანიისთვის დაახლოებით არის 8 საათი გამოფრენა/უკან დაბრუნება. როდესაც ანალოგიურ პერიოდში მას შეუძლია შეასრულოს ლონდონი პარიზი რამდენიმეჯერ ამ პერიოდში. აქედან გამომდინარე ისინი ყველაფერს ამას უყურებენ, ანგარიშობენ. ისინი საქართველოს ადარებენ სხვა შესაძლებლობებს, რომელიც აქვთ ევროპის სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას.




როდესაც Ryanair-ი საქართველოში შემოვიდა ეს იყო 6-7 წლის მოლაპარაკებების შედეგი. ასე მარტივად არ ყოფილა, რომ უცებ დააინტერესათ საქართველო. მარტივად, რომ გითხრათ Ryanair-ი ერთ-ერთი საპატივცემულო ავიაკომპანიაა, მაგრამ ისინი იმდენად ხისტები არიან მოლაპარაკებებში, რომ მე მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე Ryanair-ი არც კი შეგვხვდა“, - აღნიშნა ქარქაშაძემ.



მისივე განმარტებით, თავის დროზე კოლოსალური შრომა იყო ჩადებული მოლაპარაკებებში, რათა Ryanair-ი საქართველოში შემოსულიყო.



როგორც ქარქაშაძე ამბობს, როდესაც პანდემიის დასაწყისში Ryanair-ი ქვეყნიდან გავიდა, მათ ვერ მოასწრეს რეკრუტირება და სტაბილური მგზავრთნაკადის შექმნა. ამიტომ პანდემიის დასრულების შემდეგ მათ გადააწყვეს თავიანთი საჰაერო ხომალდები ისტორიულ მიმართულებებზე.



„დღეს მათთან კომუნიკაცია გვაქვს. დეტალებს ვერ გაგიზიარებთ. ვსაუბრობთ სხვადასხვა მოდელზე და მიმართულებებზე“, - აცხადებს ქარქაშაძე.


თეგები:
Ryanair



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up