როდის უნდა დავიწყოთ ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება?

როდის უნდა დავიწყოთ ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება?

access_time2022-11-03 14:03:17

იმისათვის, რომ ჩვენმა ავტომობილმა ყველა სეზონზე საიმედო მეგზურობა გაგვიწიოს,  საჭიროა, ამინდის ცვლილებასთან ერთად, მისი მოვლის სპეციფიკაც შევცვალოთ. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, თოვლის მოსვლასთან ერთად, კლიმატური ცვლილებები უკვე საგრძნობია და იზრდება გზებზე გადაადგილების რისკი. ზამთრისათვის ავტომობილის მოსამზადებლად არსებობს რამდენიმე სტანდარტული პროცედურა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია უსაფრთხო მგზავრობისთვის.


პირველ რიგში საჭიროა, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ. ზამთრის საბურავებს წვიმაში, თოვლში, ყინულზე ან უბრალოდ ცუდ ამინდში უკეთესი მოჭიდება აქვს. მისი მეშვეობით მნიშვნელოვნად მცირდება სამუხრუჭე მანძილი. უმჯობესია, თუ ამ ცვლილებას თოვლისა და მინუს ტემპერატურის დადგომამდე განახორციელებთ. საბურავებთან ერთად, აუცილებელია, გამართული იყოს სამუხრუჭე სისტემა.


სეზონურ მოვლასთან პირდაპირ კავშირშია აკუმულატორი, რომლის რთულ საექსპლუატაციო პერიოდად ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი მიიჩნევა.


რა სჭირდება ჩვენს ავტომობილს ზამთრის მოსვლამდე? - ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“  სერვისის მართვის განყოფილების უფროსი გურამ გოგოლაძე მოგვიყვება.




რა არის საჭირო და აუცილებელი იმისათის, რომ ავტომობილი ზამთარს მომზადებული შეხვდეს?

„სეზონის ცვლილება და ტემპერატურის კლება ავტომობილზე საგრძნობლად მოქმედებს. იმისათვის, რომ ჩვენი ავტომობილი ზამთარს მომზადებული დავახვედროთ, აუცილებელია, შევამოწმოთ საბურავების, აკუმულატორის, სამუხრუჭე სისტემისა და ანტიფრიზის მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია, მინის საწმენდ მექანიზმში ჩავასხათ სპეციალური სითხე, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე არ იყინება“.



რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება?

„ზამთარში ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია. ნებისმიერ საბურავს სეზონის აღმნიშვნელი სიმბოლო აქვს - ფიფქი, მზე და სხვა. ჩვენთან ყველაზე პოპულარული M+S (ტალახი და თოვლი) გახლავთ, რომელიც ბევრ მძღოლს ყველა სეზონის საბურავი ჰგონია. სინამდვილეში  ეს სიმართლეს არ შეესაბამება.



რა თქმა უნდა, არსებობს ყველა სეზონის საბურავი (All Season), რომელიც აუცილებლად  კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. მისი გამოყენება ზამთარში აკრძალული არ არის, თუმცა მაინც რეკომენდებულია მათი სეზონური ცვლილება, რადგან  ყველა სეზონისა და ზამთრის რეზინის შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდება.


დაბალ ტემპერატურაზე ზამთრის საბურავს მეტად უკეთესი მოჭიდება აქვს, რაც უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი დეტალია“.


რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემას, რისი შემოწმებაა აუცილებელი ზამთრამდე?

„შეიძლება საბურავებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შევასრულოთ, თუმცა პრობლემა მაინც წარმოიშვას. მიზეზი კი სამუხრუჭე სისტემაში უნდა ვეძებოთ, უფრო კონკრეტულად კი სამუხრუჭე სითხესა და ხუნდებში, რომლებიც ამ სისტემის ყველაზე ცვეთადი ნაწილებია.


სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა ინდივიდუალურია და მომხმარებლის სიარულის მანერაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია, პერიოდულად შემოწმდეს მანქანის სამუხრუჭე სისტემა.


სამუხრუჭე ხუნდები ძირითადად ორი ტიპისაა: ხუნდები, რომლებსაც მექანიკური ხმის გამომცემი უყენია და ხუნდები ცვეთის სენსორით, რომელიც სალონში, მაჩვენებელთა დაფაზე გიჩვენებთ, რომ შესაცვლელია.


ხუნდების შეცვლის დროს აუცილებელია, შემოწმდეს საყრდენი დისკები, სუპორტის ცილინდრის მტვერდამცავები და მიმმართველები.


სეზონური ცვლილების დროს სამუხრუჭე სითხის შეცვლა აუცილებელია, რადგან მას განსაზღვრული მუშაობის რესურსი აქვს. სითხე სპეციალური ხელსაწყოთი მოწმდება, რის შედეგადაც ვიგებთ, რამდენად იქმნება სამუხრუჭე სისტემაში საჭირო წნევა, იმისათვის რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევძლოთ ავტომობილის მოკლე მანძილზე დამუხრუჭება“.



რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ანტიფრიზის ნაკლებობამ გაგრილების სისტემაში და როგორ უნდა შევამოწმოთ აკუმულატორის მდგომარეობა?

„ანტიფრიზის  მთავარი ფუნქცია ძრავისა და მისი დეტალების დაცვაა. შედეგად ძრავის მექანიზმში მისმა ნაკლებობამ შეიძლება საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს - ძრავის ბლოკის გახეთქვა, ასევე პომპისა და სხვადასხვა მილის დაზიანება.
რაც შეეხება აკუმულატორს, მისი გამძლეობა ბრენდისა და ხარისხის მიხედვით იზომება. ხარისხიანი აკუმულატორის გამოყენების ვადა 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. მისი შეძენისას, ხარისხთან ერთად, აუცილებელია ავტომობილის ელექტრული შემოწმებაც“.

„თეგეტა მოტორსში“ ავტომობილის ზამთრისათვის მოსამზადებლად სხვადასხვა ქეშბექ და ფასდაკლების აქცია მოქმედებს. ამასთანავე, ავტომობილისთვის საჭირო სერვისების მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.



--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up