საბიუჯეტო ცვლილებების პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად მკაფიოდ დავინახავთ ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ალბათ მაისის თვის მაჩვენებელი, რომელიც რეალურად ივნისში იქნება ცნობილი, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, მათ შორის საბიუჯეტო შემოსავლების პერსპექტივები, ბუნებრივ პოზიტიურ ცვლილებებს ელოდოს საზოგადოება. ჩვენ ვთვლით, რომ ორი კვირის შუალედში გვექნება უფრო მკაფიო სურათი ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით მაისი და ივნისი მნიშვნელოვანი თვეებია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
imedinews.ge