როგორ აჭერენ თითს ბირთვულ ღილაკს რუსეთში

როგორ აჭერენ თითს ბირთვულ ღილაკს რუსეთში

access_time2022-03-08 14:19:19

პენტაგონმა თითქმის არ მიაქცია ყურადღება რუსეთის მინიშნებებს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებმა, სარაკეტო, საზღვაო სტრატეგიული ძალების და სტრატეგიული ავიაციის საგანგებო საბრძოლო რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით ვაშინგტონში სათანადო რეაქცია ვერ გამოიწვია. იმიტომ რომ ბლეფია.


კრემლის ბირთვული ღილაკის შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიამ მყისვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და სხლა საზოგადოება დეტალებს ითხოვს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ყველაფერი ამ სფეროში. მაშ ასე, შევიხედოთ რუსეთის „ბირთვულ სამზარეულოში“.


დავიწყოთ იმით, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ამერიკისა თუ რუსეთის პრეზიდენტების ბირთვულ ჩემოდნებში ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ რაკეტები არ მიფრინავენ. ბირთვული ძალების სარდლობის სამეთაურო პუნქტი მხოლოდ ინფორმაციას იღებს ამ ღილაკიდან იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ქვეყნის უმაღლესი პირისგან სანქცირებულია. ამის შემდეგ კი ბრძანება გადამისამართდება სამხედრო ნაწილებში დაუყოვნებლივ შესასრულებლად.


თუმცა არც ამით მთავრდება ყველაფერი. მორიგე ითხოვს ბრძანების დადასტურებას და მიზნობრიობას, ვინაიდან თითოეულ რაკეტას თავისი დანიშნულება აქვს, თავისი გეოგრაფიული წერტილი, სადაც ის უნდა აფეთქდეს – ამის შემდეგ კი კონკრეტულ ბრძანებებს იძლევა გამშვები დანადგარებისთვის. მხოლოდ აქ ორი ოფიცერ–ოპერატორი დებენ თავის გასაღებებს, ყველას ინდივიდუალური აქვს, გადაატრიალებენ მათ და წავიდა...




ამასთან, არავითარი „საბრძოლო მზადყოფნის განსაკუთრებული რეჟიმი“, რომელიც პუტინმა ბრძანა, არ არსებობს – ასეთ ტერმინს შეიარაღებულ ძალებში არ იყენებენ. არსებობს სხვადასხვა სიგნალები და საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმები, რომელთაგან მთავარია – „საბრძოლო მზადყოფნა ერთი“.


ახლა იმის შესახებ, როგორ გამოიყურება ეს რეჟიმი პრაქტიკაში. რუსეთს 11 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი აქვს. ეს ხომალდები 700 ერთეული ქობინითაა შეიარაღებული. წყალქვეშა გემები ეკიპაჟის დასვენებას და მუდმივ მომსახურებას საჭიროებენ. ამიტომ ზღვაში მუდმივად მხოლოდ 2–3 მათგანი იმყოფება. დღეს კიდევ 3–4 გემს შეუძლია ზღვაში გასვლა, მაქსიმუმ. აქ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა რაკეტმზიდის ზღვაში გაშვება არ შეიძლება – 4 თვის შემდეგ მათ პორტებში დაბრუნება მოუწევთ და ოპერატიული მზადყოფნა განულდება.



რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების შორი მანძილის ავიაცია 77 ერთეულ სტრატეგიულ საფრენ აპარატს ფლობს. მათგან 60 მოძველებულია. საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადების შემთხვევაში სამხედროები საბრძოლო რაკეტებს ამაგრებენ თვითმფრინავებზე. დღეისათვის რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალები მზადაა, 3 წუთში ასწიოს ჰაერში ბომბდამშენები და ბირთვული იერიში მიიტანოს ნატოს ბაზებზე ევროპაში, თურქეთსა და იაპონიაში. მფრინავები გახურებულ ძრავიან თვითმფრინავებში პირდაპირ პილოტის სავარძელში მორიგეობენ. თუმცა, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბორტების რაოდენობა არ გაზრდილა და არც მარშრუტისა და სამიზნეების შეცვლა მომხდარა უკრაინის მიმართულებით.




რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალებს შეიარაღებაში 120 სტაციონარული გამშვები მოწყობილობა აქვთ (შახტები) და 170 ერთეული მოძრავი გრუნტის კომპლექსები. სტაციონარული სარაკეტო კომპლექსების სამხედროებისთვის პუტინის ბრძანებას არაფერი შეუცვლია.


პუტინის ამ ბრძანების შემდეგ მობილური კომპლექსების ოპერატიული დატვირთვა 87–90%–მდე გაიზარდა – ეს ნორმაა და არაფერი განსაკუთრებული. როგორც წესი, ამ სისტემების 50% მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იმყოფება, 40% – საველე პოზიციებზე, რომელსაც ყოველ სამორიგეო გასვლაზე ცვლიან, ვინაიდან აშშ–ს კოსმოსური თანამგზავრების უზარმაზარი დაჯგუფება აქვს, საიდანაც თითოეულ კომპლექსს აღრიცხავს.


ასე რომ, არც სარაკეტო ჯარებში ხდება რამე განსაკუთრებული. სწორედ ამიტომ ახდენს პუტინის ბირთვული მინიშნებების იგნორირებას ვაშინგტონი – მისგან ხომ მხოლოდ ტრადიციული ბლეფი და სიცარიელე მოდის.


დაბოლოს, ცოტა ეკონომიკის შესახებ. მხოლოდ ერთი რაკეტის გაშვება, მის ფასს პლუს საწვავი, გაშვებისთვის მომზადება, მხოლოდ ერთ მძლავრ რაკეტაზე P-36M2 რომ ვთქვათ, თავისი 211–ტონიანი წონით, $21 მილიონზე მეტი ღირს. ასეთი ხარჯების ფუფუნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია. თუ, რა თქმა უნდა, კრემლი იმ მხარეს არ არის უკვე გადავარდნილი, სადაც ფული აღარაფერს ნიშნავს – ვიღას დაჭირდება ის ბირთვული ომის შემდეგ.


წყარო: haqqin.az

ავტორი: იულია მედვედევა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up