როგორ აღვივებენ სეპარატიზმს საქართველოში რუსული გავლენის მატარებელი მწვანე ჯგუფები

როგორ აღვივებენ სეპარატიზმს საქართველოში რუსული გავლენის მატარებელი მწვანე ჯგუფები

access_time2021-08-10 15:40:48

ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე აჟიოტაჟი თანდათანობით მიინავლა. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ წარმართული მედიაციის პირველი ფაზა დასრულდა და მხარეები მიღწეულს აჯამებენ.  რიონის პროტესტის მონაწილეებს უარი უთხრეს მორატორიუმის დაწესებასა და სამუშაოების შეჩერებაზე.  მედიაციის მეორე ეტაპი საკითხის არსებით განხილვას უნდა დაეთმოს და მწვანე ორგანიზაციები ამ პროცესში იმ ევროპული ორგანიზაციების ჩართვას ცდილობენ, რომლებიც წლებია მხარს უჭერენ მწვანეთა სახიფათო მოქმედებებს საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ორგანიზაცია ეგრეთ წოდებული Dutch Commission - ჰოლანდიის საბჭოა.  სწორედ მათი გამოყენებით ახორციელებდნენ მწვანეები ნენსკრაზე ჰესის მშენებლობის დაბლოკვას.

 

როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელებისას კომპანია თანადაფინანსებაზე ისეთ მსხვილ ბანკებს მიმართავს, როგორციაა EBRD, ADB და სხვა. ბანკებს ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებაზე თავისი კრიტერიუმები აქვთ და ერთ-ერთი მათგანი აბორიგენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული პირობების დაწესებაა, თუ ასეთი მოსახლეობა, ანუ დომინანტი ერისგან განსხვავებული მკვიდრი ეთნოსი პროექტის განხორციელების არეალში სახლობს.  რაკი მწვანეებმა ნენსკრას სხვა ნაკლი ვერ მოუძებნეს, დაფინანსების გადაკეტვა სვანების ქართველებისგან განსხვავებულ, აბორიგენ მოსახლეობად გამოცხადებით სცადეს. სწორედ ამ ევროპული ორგანიზაციის ჩართვას ითხოვენ დღესაც მწვანეები მთელი კატეგორიულობით ნამახვანჰესის მედიაციაში, რათა მათი გამოყენებით მოხდეს პროექტის დაბლოკვა.

 

მკვიდრი მოსახლეობის ინსტრუმენტალიზაციის თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ჯერ კიდევ აპრილის თვეში ლაპარაკობდა კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე უცნობის გადაცემაში. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან:

 

“გარკვეული ძალები ცდილობენ რომ საქართველოში დასავლეთმა ფეხი ვერ შემოადგას და შემოადგას რუსეთმა, ოღონდ არა ტანკებით არამედ ბევრად უფრო მოქნილად, დელიკატურად - მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი. ძალიან სერიოზული ფული იხარჯება, იმაში რომ ქართული ენერგეტიკის განვითარება იყოს ტორპედირებული.  პიკურ საათებში ჩვენ დამოკიდებულ ვართ ჩვენ სამეზობლოზე, რუსეთის გინებაში ვართ და მათ ენერგეტიკას ვიყენებთ.


საქართველოში არსებობს რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია იმით, რომ საქართველოში ენერგეტიკა არ განვითარდეს, რაშიც უსინდისო ადამიანები მეორე მხრიდანაც ხელს უწყობენ.



როგორ ახორციეებენ ამას? მაგალითად, კონფერენციაზე გამოვიდა ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაშინ იყო დაძაბული ვითრება ნენსკრას მშენებლობაზე, სვანეთში.


მან წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ საქართველოში არის ორი ავტოქტონური ეროვნება - მეგრელები და სვანები, დანარჩენი ქართველები არიან სუყველა მოსული, აქედან გამომდინარე ამ ორი ჯგუფისთვის უნდა ამუშვდეს გაეროს შესაბამისი კონვენცია, რომელიც გულისხმობს მცირე ერების უპირატესობას იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, ანუ გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოთ მხოლოდ მათ. ეს კონვენცია შექმნილი იყო ინდიელებისთვის, ავსტრალიერი აბორიგენებისთვის, ჩრდილოეთის  ხალხებისთვის, სადაც ტერიტორიები იყო კოლონიზირებული.


ეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, რომ გაეროს კონვენციის ის მუხლი ამუშავებულიყო სხვანებისა და მეგრელების მიმართ. ამით ხდებოდა ნენსკრაჰესის დისკრედიტაცია. იმ ორგანზაციას ვინ აფინანსებდა ნათელი იყო, ეს არის ევროპაში არსებული ფონდი, რომელიც რუსული ფულით ოპერირებს.

 

საქართველოში ისეა აზელილი ყველაფერი, არსებობენ გულანთებული პატრიოტები, რომელთაც მართლაც შეტკივათ ქვეყანაზე, ბუნებასა და ეკოლოგიაზე გული, მაგრამ ამასობაში ასევე არიან ძალები, რომლებიც სხვისი დაკვეთით მუშაობენ, რათა საქართველოში ენერგეტიკა არ განვითარდეს. ამის გარჩევა და გარკვევა საკმაოდ რთულია.


პლუს ამას ემატება პოლიტიკური ძალები, რომელთაც სურვილი აქვთ, ხელი მოითბონ მსგავს ვითარებაზე.  მაგალითად იმით, რომ საქართველოში არსეობს სალაფიტური მოძრაობა- პოლიტიკური ისლამის განსაკუთრებული ჯგუფები, ადრე იყო პანკისში დღეს კი საქართველოს 5 რეგიონშია, მათ შორის აჭარაში. სააკაშვილი ამ ადამიანებს საკმაოდ ეფექტურად იყენებს, რაც დაძაბულობის კერაა და საზოგადოების გახლეჩვას ისახავს მიზნად. ამის გამოყენება პოლიტიკური პროსტიტუციაა.”

 

გადაცემის სრული ვერსია იხილეთ აქ:


 


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up