როგორ აისახება “მწვანე პასპორტები“ ფიტნეს კლუბების მუშაობაზე

როგორ აისახება “მწვანე პასპორტები“ ფიტნეს კლუბების მუშაობაზე

access_time2021-11-11 15:00:18

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე ბარათების სისტემა ამოქმედდება, რეგულაციის თანახმად, რესტორნებში, კაფე-ბარებში, ფიტნეს კლუბებში და სხვა ბიზნეს ობიექტებზე ის მომხმარებლები, რომლებსაც მწვანე ბარათები არ აქვთ, ვეღარ შევლენ. რა მოლოდინები აქვს ბიზნესს და როგორ აისახება ეს მათ საქმიანობაზე ამ თემაზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ფიტნეს კლუბის „ოკტოპუსი“ დირექტორმა გიორგი ასათიანმა ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

 


“მწვანე კოვიდ პასპორტებთან დაკავშირებულ ინიციატივას მე მივესალმები, მაგრამ არის რიგი საკითხები, რაც მგონია რომ დროულად პასუხგასაცემია, პირველი ეს არის ლოგისტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად როგორ უნდა მოხდეს ჩვენი მხრიდან ამის მართვა. განსხვავებით სარესტორნო ბიზნესისგან, ჩვენ ერთჯერადი ვიზიტორები არ გვყავს, ჩვენთან მომხმარებელი მოდის, ყიდულობს გრძელვადიან აბონემენტს და შემდეგ გვსტუმრობს მუდმივად, შესაბამისად ყველ ჯერზე უნდა მოხდეს ამის შემოწმება თუ ერთჯერადად უნდა მოხდეს და შემდეგ რაღაც პორტალზე უნდა შევინახოთ, ეგ გასარკვევია.

 

მეორე საკითხი, რაც გვაინტერესებს, არის ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მწვანე ზონა ვიქნებით, მოხდება თუ არა იმ რეგულაციების გაუქმება, რა რეგულაციებითაც დღეს ფიტნეს კლუბები მუშაობენ. ასევე გვაინტერესებს მწვანე პასპორტები, თუ ეხება ფიტნეს კლუბებს და რესტორნებს, რატომ არ ეეხებათ, მაგალითად, სალონებს?

 

სამწუხაროდ გადაწყვეტილებები ისე მიიღება, რომ ბიზნესი ინფორმაციას მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგებს, კოვიდ პასპორტების შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენ უკვე მოვითხოვეთ შეხვედრა ბიზნეს ომბუდსმენთან და შრომის უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც ამ კითხვებზე პასუხების ჩამოყალიბება ევალება, იმედია ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია დროულად მოხდება“, -აღნიშნა გიორგი ასათიანმა.

 




გიორგი ასათიანმა პანდემიის პერიოდიც შეაფასა და აღნიშნა, რომ როგორც სხვა სექტორები, ფიტნესიც უპრეცედენტო სიტუაციაში ჩააგდო პანდემიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ მწვანე პასპორტები პანდემიისთვის ახალი ხილია და წინასწარ მოლოდინები ვერ ექნება, თუმცა, როგორც ასათიანმა აღნიშნა, „ოქტოპუსში“ თანამშრომლების უმრავლესობა ვაქცინირებულია, რამაც შესაძლოა მოუხმარებლების რაოდენობა გაზარდოს, რადგან ისინი 100%-ით უსაფრთხო გარემოში მოხვდებიან.

 

 

„ეს ყველაფერი არამარტო ფასებზე, არამედ მომსახურებაზეც აისახება, ფასების გაზრდაც ულიმიტოდ არ შეიძლება, რადგან ფასის გაზრდა რაღაც ლიმიტამდე შეგვიძლია, შემდეგ უკვე აზრი აღარ ექნება. როდესაც ეს საძირკველი მორყეულია იქ დაგროვილი გაქვს უამრავი ვალდებულება, ამდენხნიანი გაჩერების შემდეგ, მიმდინარე საოპერაციო ხარჯი გაზრდილია, რადგან გვიწევს პანდემიის მართვის პროცედურების დაცვა, ამის გამო ადამიანური რესურსის გაზრდა მოგვიწია, წინა პერიოდში იყო კომენდანტის საათები, რომლის დროსაც გვიწევდა მომსახურე პერსონალის ტრანსპორტირება, ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და ბუნებრივია რომ ფინანსურად ცუდ სურათს ვიღებთ. ერთადერთი, რაც მუშაობის მოტივაციას გვაძლევს, არის ის, რომ ამ პერიოდის გადალახვას შევძლებთ და ნელ-ნელა პანდემიამდელ მუშაობის ტემპს დავუბრუნდებით.


მწვანე ბარათის შემოღებაზე ზოგადად მიდგომები განსხვავებულია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა კოვიდ პასპორტების შემოღებას უფრო ნეგატიურად უყურებს, რაღაც კონტინგენტი უფრო მეტად პოზიტიურად, განსხვავებული მიდგომებია სექტორშიც  ისევე როგორც საზოგადოებაში, თუმცა ალბათ ყველაფერს დრო გვაჩვენებს“, - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.

 

 

 ასათიანის თქმით ოკტოპუს ფიტნეს კლუბმა პანდემიის დროს არათუ კადრების უმრავლესობა შეინარჩუნა, არამედ კოვიდრეგულაციების მართვის გამო ადამიანური რესურსის დამატებაც მოუწიათ.



ადმინისტრირების კუთხით ადმინისტრაციის მუშაობა უფრო გართულებულია, ვიდრე პანდემიამდე სიტუაციაში, უამრავი სახელმწიფო რეგულაციაა, რომელიც ჩვენზე მოქმედებს, დაწყებული ტაბელების შევსებით  თვითონ სპეციფიკური ფიტნეს კლუბების რეგულაციებით დასრულებული. თანამშრომლების ზრდა ჩვენ კლუბებში აღინიშნება, მაგრამ ეს ხარჯებსაც ზრდის, რაც ბიზნესისთვის დამატებითი წნეხია.

 

პანდემიამდელ სიტუაციას ბუნებრივია ჩვენ ვერ მივუახლოვდით, პანდემიამდელ სიტუაციასთან მიმართებაში დაახლოებით 20%-იანი ვარდნა გვაქვს, თუმცა ძველი მომხმარებლები გვიბრუნდებიან და ეს ძალიან კარგია და გვიხარია. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელზე დაბრუნება კარგი მაჩვენებელი არ არის, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 9-10 თვე ვიყავით დაკეტილები და ბიზნესისთვის 9-10 თვე დაკეტვა ნიშნავს ძალიან ბევრი დაგროვილი გადასახადების გადახდას, რისი გადახდაც ახლა გვიწევს. დღეს ვცხოვრობთ სხვა რეალობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კომერციული დაწესებულებებისთვის კომუნალური გადასახადები არის 40%-ით გაძვირებული“, - აღნიშნა გიორგი ასათიანმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up